Sunday, July 10, 2016

მარსელი - წიგნის განხილვა.

განხილვის ჩანაწერი: მერაღაცე მარსული დღე

წიგნი მოგვითხრობს ასტრონავტ მარკ უოტნზე, რომელიც მარსის კვლევით მისიაზე, "არეს 3"-ზე გაემგზავრა სხვა 5 ადამიანთან ერთად. ეს იყო 31 დღიანი კვლევითი მისია, 6 კაციან ჯგუფს ამ დროის განმავლობაში ევალებოდა მარსის ზედაპირის გამოკვლევა, მაგალითად მათ უნდა შეეგოვებინათ ქვები, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები და ა.შ... თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მეექვსე დღეს წითელი საყვარელი პლანეტა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა, "არეს 3"-ის ბაზისკენ მოემართებოდა ძლიერი შტორმი. დიდი რისკების გამო NASA-მ ეს მისია შეწყვიტა. განგაშის ფონზე ასტრონავტებმა გასაფრენი მოწყობილებისკენ გადაადგილება დაიწყეს, ამ დროს შტორმი უკვე მოდებული იყო იმ არეალს, შესაბამისად ხილვადობა ტრაკის შიგნით ყოფნის დონეზე იყო. მოულოდნელად შტორმის მიერ მოგლეჯილი სახლის ანტენა მარკს დაეჯახა და შორიახლოს მოისროლა, მან სწრაფადვე დაკარგა გონება, დანარჩენი ასტრონავტები დაიბნენ და მცდელობების მიუხედავად მარკს ვერ მიაგნეს. ჯგუფის მეთაური ლუისი ბოლო მომენტამდე აგრძელებდა მის ძებნას, მაგრამ შტორმი რაკეტის გადაყირავების საფრხეს ზრდიდა, ამიტომ იძულებულები იყვნენ პლანეტა რაც შეიძლება მალე დაეტოვებინათ... გონზე მოსულმა მარკმა გაანალიზა რაც მოხდა და მიხვდა, რომ მაგრა დაენძრა...

სწორედ აქედან იწყება მარკის შრომატევადი საქმეები გადარჩენისთვის. უსიცოცხლო პლანეტაზე ცოცხლად დარჩენაში, მას მისი ცოდნა და ოპტიმიზმი ეხმარება... ალბათ ცოტაოდენი იღბალიც, რაც ირონიულია თუ იმ უიღბლობას გავითვალისწინებთ რომელმაც ამ პლანეტაზე მარტო დატოვა. მაგრამ მაგის დედაც, მარკი მზადაა გადარჩენს ამ წყეულ პლანეტაზე სადაც არაფერი არ ხარობს.... კარტოფილის დათესვით... ნუ მთლად ასე "მარტივადაც" არაა საქმე, მას ასევე ჰაერის მარაგის მუდმივი შევსება უწევს, წყლის სამყოფ რაოდენობამდე გაზრდაც, ათასი ქიმიური *ლეობის გამოყენებით. მოკლედ მარკი მაგარ შარშია და ათას სირობასთან უწევს გამკლავება, შეზღუდული სასიცოცხლო მარაგი და საყურებლად მხოლოდ 70-იანების სერიალები არ წარმოადგენს იმ ძირითად პრობლემებს რასთანაც მას უწევს გამკლავება, ის ასევე იძულებულია უსმინოს დისკოს...

რავი, ამ წიგნის კითხვა ერთი დიდი სიამოვნება იყო, ის არამარტო გვაძლევს იმის განცდას რომ მარსზე მარკთან ერთად ვიმყოფებით, არამედ ზოგ მომენტში იმდენად ჩამთრევი და დაძაბულია სიუჟეტი, რომ სუნთქვა ისე გეკვრება თითქოს ამავე პლანეტაზე ჩაფხუტის გარეშე აღმოჩნდი. საბედნიეროდ ამ განცდების საბოლოო შედეგი სიკვდილი არაა, რადგან ვინ ისურვებდა რომ წიგნის კითხვისას მომკვდარიყო, მითუმეტეს უჰაერობით. მოკლედ You get the point... წიგნი გადატენილია დეტალებით, იმდენმა რამემ გადაიფრინა ჩემს თავზე რომ ვერც დავთვლი, მაგრამ არაუშავს, უბრალოდ დამბოღმა იმ ფაქტმა, ქიმია საკმარისად კარგად რომ არ მესმის. მერწმუნეთ ეგ კითხვისგან სიამოვნების მიღებაში ხელს არ შეგიშლით, ჯერ მხოლოდ მარკის სარკაზმით სავსე გამონათქვამები და მისი იუმორი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება შეინარჩუნოს, ამას დაუმატეთ ყველაფერი დანარჩენი რაც მაგარია და შედეგიც ეგაა, კმაყოფილი მკითხველი და ასევე კმაყოფილი წიგნი, რომელიც საბოლოოდ დაისვენებს თქვენი თითების ფათურისგან.

BTW როგორი ძუძუებია? -->> (. Y .)
 
Goodreads-ის პროფილი

Friday, August 7, 2015

სამყარო რელიგიის გარეშე

რა არის რელიგია და რატომ არ გვჭირდება ის? იმისათვის რომ გავიაზროთ თუ რატომ არ არის ღმერთების რწმენა აუცილებელი, ჯერ უნდა მივხვდეთ თუ რატომ არსებობს ეს რწმენა ღმერთების მიმართ... ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ უბრალოდ დავფიქრდეთ საიდან მოვიდა რელიგიური რწმენა-წარმოდგენები. წარმოიდგინეთ სამყარო სადაც ცივილიზაციაც კი არ არსებობს, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ გამოქვაბულებში ცხოვრობენ... რა უნდა ეფიქრა იმ დროინდელ ადამიანს ჭექა-ქუხილზე, მიწისძვრაზე, წვიმაზე ან უბრალო დღე-ღამის ცვალებადობაზე? რა თქმა უნდა პასუხის არ ქონის გამო ამ ყველაფერს მიაწერდნენ ზებუნებრივ არსებას, ან არსებებს... მოგეხსენებათ პირვანდელ ადამიანებს მრავალი ღმერთის არსებობის სჯეროდათ, შემდეგ ნელ-ნელა ჩამოვედით ერთღმერთიანობამდე... პოლითეიზმი საკმაოდ დიდი პერიოდი იყო მოდაში, ძველი ეგვიპტელები ძალიან კრეატიულები იყვნენ და იმდენი ღმერთი ყავდათ, რომ ვერც ხელის და ვერც ფეხის თითებით ვერ დაითვლიდი. სამაგიეროთ მონოთეისტებს ერთი ღმერთი ყავთ და ტვინს დიდად არ იღლიან მისი სახელის დამახსოვრებით... დღესდღეობით ღმერთების ის ნაწილი, რომელმაც დროთა ცვლას ვერ გაუძლო, ახლა ჰოლივუდში არის დასაქმებული, ზოგიერთი სუპერგმირიც კი გახდა და სხვა თავისნაირ ფიქციურ პერსონაჟებთან ერთად იცავს სამყაროს განადგურებისგან... ფიქციური გამოგონილს ნიშნავს და დიახ ეს ტერმინი იდეალურად ერგება ღმერთების აღწერას ისევე როგორც იმ ნოველების ან ფილმების პერსონაჟებს რომლებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ. რომელი უფრო ცნობილია ხალხისთვის, ეგვიპტის ღმერთი ანუბისი თუ ჯეიმს ბონდი?

რელიგია უცოდინრობის ფონზე შეიქმნა. ჩვენ გვსურს რომ გვქონდეს პასუხები, მაგრამ ამავდროულად გვინდა რომ ეს პასუხები იყოს რაც შეიძლება მარტივი... ჩახლართული საკითხები ჩვენს გონებას ღლის რაც არავის არ მოსწონს, ამიტომაც ყოველთვის ვეძებთ მარტივ გამოსავალს... რომელი უფრო მარტივი პასუხია კითხვაზე "როგორ შეიქმნა სამყარო?" ჩახლართული დიდი აფეთქების თეორია და ევოლუცია თუ უბრალო პასუხი "ღმერთის ნებით"... მორწმუნე ადამიანის გადარწმუნებას აზრი არ აქვს, არც მაქვს მცდელობის სურვილი, ყველას აქვს უფლება დაიჯეროს ის რაც უნდა, თუნდაც ის რომ დედამიწა ბრტყელია და სპილოზე დევს... უბრალოდ უნდა გამოვყოთ რელიგიის მინუსები რადგან ვისაც აქვს კითხვები და პასუხს ეძებს უცოდინრობის მორევში არ მოყვეს და თოკზე ჩაჭიდება მოასწროს.

როგორი იქნება სამყარო რელიგიის გარეშე
  • ბავშვები შეისწავლიან სამყაროს ისეთს როგორიც არის სინამდვილეში და არა ზღაპრებით იმის შესახებ თუ როგორ მოწყინდა "წვერებიან კაცს" უსასრულობაში მარტო ყოფნა და გადაწყვიტა 6 დღეში შეექმნა სამყარო.
  • ჩამოუყალიბდებათ უფრო მყარი მორალური მხარე, როდესაც ეცოდინებათ რატომ არ უნდა მოპარონ სხვას განა იმიტომ რომ "მოპარვა ცუდია და ღმერთი დასჯის" არამედ იმიტომ რომ მოპარვით სხვის ნაწვალებს ითვისებ და ამით მათ ცხოვრება აზარალებ, იწვევ მათ ტკივილს და ის რომ თვითონაც არ ესიამოვნება მსგავსი რამე რომ გაუკეთონ. როდესაც ეცოდინებათ რომ სხვა არ უნდა მოკლან განა იმიტომ რომ "მკვლელობა ცოდვაა და ღმერთი დასჯის" არამედ იმიტომ რომ სხვას ისევე აქვს სიცოცხლის უფლება როგორც მას და ნებისმიერ ჩვენგანს და ყოველთვის არსებობს ცივილური გამოსავალი და სხვისი ცხოვრების ხელყოფა არ შეიძლება.... "ღმერთი დაგსჯის" არ არის მორალის დანერგვა ბავშვებში, ეს არის მათი დაშინება, დაშინება კიდე არ ჭრის... ბავშვმა უნდა იცოდეს ყველაფრის ფასი, უნდა ესმოდეს განსხვავება ცუდს და კარგს შორის, დიდი განსხვავებაა დაზეპირებულ "ეს ცუდია და ღმერთი დამსჯის" და გააზრებულ "ეს ცუდია რადგან ამით სხვის ტკივილს ვიწვევ"-ს შორის...
  • განათლება იქნება ხალხის მთავარი პრიორიტეტი, ღმერთის ასპექტის გარქობის შემდეგ, იქნება სრული ინტერესი პასუხების მიმართ, შეიქმნება გაცილებით უფრო ინტელექტუალი საზოგადოება.
  • არ იქნება დისკრიმინაცია ერთმანეთის მიმართ, რადგან რელიგიის გაქრობა არ არის მხოლოდ ღმერთის არ დაჯერება, ეს არის ამავდროულად უაზრო სტერეოტიპების და ტრადიციების გაქრობა რომელიც ზღუდავს ხალხს კანის ფერის, სქესის, აზროვნების და შეხედულებების გამო... შეიქმნება ცივილური სამყარო ცივილური ხალხით.
  • ადამიანები არ დაკარგავენ თავიანთი ცხოვრების ძვირფას წლებს იმ მეორე "არ არსებული" სამყაროს გამო, რადგან ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და ყველს შეუძლია შეიტანოს დიდი წვრილი სამყაროს განვითარებაში, მათი ცხოვრების ასე "ფლანგვა" მიუღებელია.
  • ადამიანი შეეგუება რეალობას და არ იცხოვრებს ღმერთი დახმარების იმედზე, ისინი დაიწყებენ ზომების მიღებას რათა თავიანთი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალონ, რა თქმა უნდა რელიგიის არ არსებობა ხალხის სიზარმაცეს არ გააქრობს, მაგრამ უმრავლესობას დააყენებს რეალობის წინაშე და არჩევანი არა ლოცვას ან ძილს შორის არამედ საქმის კეთებასა და ძილს შორის ექნებათ.
  • ადამიანს ექნება გააზრებული ცხოვრების ფასი, მიხვდება რომ ყოველი უაზრო გადაწყვეტილება შეიძლება ფატალური იყოს და მისი რისკი არ არის დაზღეული მისი "ძლიერი რწმენით".
  • ადამიანები არ შეზღუდავენ ერთმანეთს მათი სურვილების გამო, იმოქმედებს მხოლოდ კანონი რომელიც საკმარისი იქნება ინტელექტუალურ სამყაროში ხალხის გასაკონტროლებლად, უვნებელი გადაწყვეტილებები არ იქნება შეზღუდული უაზრო იდეოლოგიის გამო.
  • სიკვდილის წინ დავტკბებით საყვარელ ადამიანებთან გატარებული დროით, მოგონებებით და იმაზე ფიქრით რომ დრო უქმად არ დავკარგეთ, რომ ჩვენი სურვილები შევისრულეთ და სინანულის მიზეზიც არ გვექნება.
  • უბრალოდ გვეცოდინება რომ ამ პლანეტაზე ვართ ყველანი ერთად და ჩვენი თავი ჩვენ გვაბარია, ჩვენ თვითონ ვქმნით წესებს და ჩვენი ნორმალური მორალური სტანდარტით შევძლებთ ნორმალურად ცხოვრებას.
საქართველოში ნამდვილი მორწმუნე ძალიან ცოტაა, ხალხს სწამს იმის გამო რომ მშობლებმა და მამაომ ასე უთხრეს, რომ ღმერთი სიკეთეა და თუ არ დაიჯერებენ მის არსებობას ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან, ამიტომაც დადიან ჯვრებით მაგრამ არ იციან მისი მნიშვნელობა, იცავენ ბიბლიას მაგრამ არ აქვთ წაკითხული... მამაოების დიდი ნაწილი სარგებლობს ხალხის ნდობით, იყენებენ ავტორიტეტს და შოულობენ ფულს, ტვინში გვინერგავენ რომ "მამაოს განკითხვა არ შეიძლება" შესაბამისად ხალხიც თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე... რელიგია ოდითგანვე იყო ხალხის სამართავი სისტემა და დღემდე ასე არის, ვისაც მართლა სწამს ის ყველაზე მეტად იჩაგრება, ხოლო ვისაც უბრალოდ სწამს ის მაინც აკეთებს იმას რაც უნდა, გავლენ სასიკვდილოთ ცემენ ვინმეს ღმერთის შეურაწყოფის გამო და ამით გონიათ რომ სამართლიანად იქცევიან, ეს არის საზოგადოების დეგრადირება...

ადამიანებს გვინდა, რომ საოცარ სამყაროში ვცხოვრობდეთ, გვინდა რომ იყოს მისტიურობის ნაზავი ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ სჯერა რაღაც ნაწილს ჯადოების, ამიტომ მოსწონთ ასტროლოგია (ჰოროსკოპები და მსგავსი სისულელეები, ასტრონომია სხვა რამეა), გონიათ რომ მარსის მდებარეობა მართლა ახდენს გავლენას მათ ცხოვრებაზე, ამიტომ სჯერათ ცრურწმენების, რომ ჩანგლის დავარდნა თითქოს რაღაცნაირად არის დაკავშირებული იმასთან სტუმარი მოვა თუ არა.... ამიტომ გვგონია რომ შავმა კატამ თუ გადაგვირბინა დავითარსებით და სამჯერ უნდა გადავიფურთხოთ, ესეც პრობლემის მარტივი მოგვარება (რომელიც "სულიერ" სიამოვნებას ანიჭებთ)... და ამიტომ სჯერათ რომ უბრალო ლოცვით მათი პრობლემები გაქრება... რადგან ასე ცხოვრება მარტივია და რეალობა მოსაწყენია მსგავსი მისტიკის გარეშე... ზოგს უნდა რომ ჰარი პოტერის სამყაროში ცხოვრობდეს და ჯადოქარი იყოს, ზოგს უნდა რომ გალაქტიკურ ომებში მონაწილეობდეს და კოსმოსური ხომალდით დაფრინავდეს, ზოგს უნდა სუპერგმირობა და ხალხის გადარჩენა თავისი შესაძლებლობებით, ზოგს უნდა რომ თოვლის ბაბუას საჩუქარი მოჰქონდეს... ხოლო ზოგს უნდა რომ ღმერთი არსებობდეს, რომელიც მის პრობლემებს მოისმენს და დაეხმარება... ესაა და ეს... ღმერთის არსებობის ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს, და მტკიცებულების არ არსებობა "მტკიცებულება" არ არის... რწმენა ნიშნავს დაჯერებას ფაქტის გარეშე, ისევე როგორც თვალდახუჭული სიარული იმ იმედით რომ წინ ორმო არ დაგვხვდება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ბრმა რწმენა. რაც ერთხელაც კაცობრიობას დაღუპავს და ამ თვალდახუჭულობის გამო დიდ ორმოში ჩავვარდებით.

Tuesday, June 16, 2015

რატომ იყო ილია მეორეს განცხადება უადგილო

ილია მეორე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ადამიანია, მას მოსახლეობის დიდი ნაწილი სცემს პატივს, დაახლოებით 80 პროცენტი მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მისი განცხადებები კი დიდ გავლენას ახდენს ხალხზე. რამდენიმე დღის წინ მან თბილისში მომხდარი სტიქიური კატასტროფის შესახებ, რომელმაც სახლები, ზოოპარკი და გზები დაანგრია, გამოთქვა საკუთარი აზრი, მისი თქმით ზოოპარკი ათწლეულების წინ, ეკლესიის გადადნობილი ზარების ხარჯზე აიგო, შესაბამისად ის მანდ ვერ გაიხარებდა. რაც შეიძლება გადმოვთარგმნოთ ასე "დაიმსახურეთ და მაგის გამო დაინგრა ზოოპარკი", უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ გამოდის, რომ გადადნობილი ზარების გამო, ღმერთმა არა მარტო ზოოპარკის ტერიტორია, არამედ ქალაქის დიდი ნაწილი დააზარალა. რაც შეეხება მსხვერპლს, შეიწირა დაახლოებით 12 უდანაშაულო ადამიანი და ძალიან ბევრი ცხოველი, ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა და დარჩა სახლის გარეშე, საფრთხეში ჩააგდო მთელი ქალაქი, რადგან მტაცებელი ცხოველების დიდი ნაწილი ზოოპარკის ტერიტორიიდან გაიქცა და მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებენ... იმ ხალხს ვინც ამდენი რამე გადაიტანა, ნუთუ ესიამოვნათ პატრიარქის ასეთი კომენტარი? მგონი მწუხარების გამოთქმა და მცირედი დახმარებაც კი უფრო კარგ გავლენას მოახდენდა მათზე.

არ არის საჭირო იყო ათეისტი, რომ ილიას ნათქვამში შეცდომა იპოვო, პირიქით ამ შეცდომებს მორწმუნეები უფრო უნდა აქცევდნენ ყურადღებას, რადგან სწორედ, რომ მათზე ახდენს გავლენას ამ ადამიანის სიტყვები. საქართველოს პატრიარქი ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ხშირ შემთხვევაში ისიც უშვებს შეცდომებს, ამიტომ არ უნდა ვიყოთ ბრმები და მის და ზოგადად საპატრიარქოს შეცდომებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ.

ახლა კი გადავიდეთ სხვა პრობლემაზე, სქიტიური მოვლენის შემდეგ ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა იმაზე, რომ ეს ყველაფერი ღვთის მოვლენილი კატასტროფა იყო, რადგან მას სურდა, რომ დავესაჯეთ ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო - რაც ქართველებისთვის კაზანტიპით და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღით გამოიხატება - შესაბამისად ამ ყველაფრით გაამართლეს ღვთის ეს დიადი ქმედება. მოდი იმით დავიწყოთ, რომ თუ ის ღმერთი ,რომელსაც აღიარებ და ადიდებ, მომხრეა დაისაჯოს უდანაშაულო ხალხი მისი პირადი "აზროვნებისთვის" მიუღებელი ქმედების გამო... ღმერთი, რომელიც მომხრეა თავისი წყენა და გაბრაზება ძალით და უდანაშაულო ხალხის სიკვდილით გამოავლინოს, არც უნდა იმსახურებდეს განდიდებას... ზოგადად ქრისტიანობა არ არის ძალადობის მომხრე, მითუმეტეს ღმერთის ხელით, ამიტომ ყველა "მორწმუნემ" საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, თუ თვითონვე უშვებენ შეცომებს თავიანთ რელიგიასთან დაკავშირებით, რატო უნდა მოთხოვონ სხვას პასუხი იმაზე, რომ არ სწამთ?... მაგრამ როგორ უნდა მოთხოვო ასეთ ხალხს რამე, როცა თვითონ პატრიარქი იგივეს ამბობს და ამ კატასტროფას ღმერთს მიაწერს. 

Saturday, December 6, 2014

ასტროლოგია

 რომელია უფრო დიდი სისულელე, რელიგია თუ ასტროლოგია? მორწმუნე ადამიანს გააჩნია რაღაც მიზანი, მას ასევე გააჩნია სურვილი რომ სწამდეს, ხოლო რაც შეეხება ისეთ ადამიანის რომელიც ყოველდღე ზის და ჰოროსკოპს კითხულობს, ეგეთ ადამიანს გააჩნია მხოლოდ იმის სურვილი რომ წინასწარ იცოდეს რა მოხდება მის ცხოვრებაში. "დღეს თქვენ შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს" ჰო, რათქმაუნდა... კიდევ კაი ოქტომბერში დავიბადე თორე ხო დავრჩებოდი ესე... ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში და იმ საზოგადოებაში სადაც ხალხი თითქმის ყველაფერს იჯერებს. ხანდახან შევდივარ ამ ჰოროსკოპის საიტებზე რომ გადავხედო რას კითხულობს ყოველდღე თუნდაც ქართველი საზოგადოება, დღეს მაგალითად ესეთი ჰოროსკოპი შემხვდა.
დღეს გელით მცირეოდენი ფულადი სიურპრიზები. თქვენ დაგიბრუნებენ ვალს, რომლის არსებობა აღარც კი გახსოვდათ.
როგორ მაინტერესებს რაზე ფიქრობს ის ადამიანი რომელიც ამას წერს, ალბათ ვიღაც უსაქმური 70 წლის ქალი, რომელმაც ისიც არ იცის პლანეტა რა არი, წერს ყველაფერს რაც კი მოსდის თავში... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რატო წერს ვინმე ესეთ სისულელეს, მათ საიტს ნახვები ემატება და ალბათ ამით შემოსავალიც აქვთ... მთავარია რატო იჯერებს ხალხი ამ უაზრობებს.

ესეიგი, არ აქვს მნიშვნელობა ივნისში დაიბადები თებერვალში თუ ნოემბერში, პლანეტებს ფეხებზე კიდიათ ვალს ვინმე დაგიბრუნებთ თუ არა, ან როგორ წარმოგიდგენიათ, ვარსკვავების განლაგება მართლა მოქმედებს თქვენს წარმატებაზე და წარუმატებლობაზე? რადგან ვენერა თავისი ორბიტის კონკრეტულ წერტილშია ამ წამს ანუ დღეს მე ვალს დამიბრუნებენ? აი ზუსტად ესეთი რაღაცეების გამო მგონია რომ ასტროლოგია უფრო დიდი სისულელეა ვიდრე რელიგია... ადამიანი ვისაც სწამს უბრალოდ არ შეუძლია სამყაროს ღმერთის გარეშე წარმოდგენა, მას სჯერა რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა და სადღაც გადაკარგულიდან შეუძლია დაეხმაროს ან დედა უტიროს ან უბრალოდ დებილია და არც იცის რატო სწამს... რაც შეეხება ასტროლოგიას, ზოგს გონია რომ ვარსკვალების მდებარეობით შეუძლიათ გაიგონ თებერვალში დაბადებულებს როგორი ხასიათი აქვთ და მკითხველებს ჰგონიათ რომ მათი ბედი სწორედ ამ ვარსკვავებზეა დამოკიდებული.... "ჰოროსკოპით რა ხარ?" ეს კითხვა საერთოდ უნდა გაქრეს ამ ხალხის გონებიდან, თვე არაფერს არ ცვლის, არც ის მორიელი იქნები თუ ტყუპები, თუ გაუნათლებელი და მოუხერხებელი ტიპი ხარ, ანუ გაუნათლებელი და მოუხერხებელი ტიპი ხარ, აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქ ქალწული იქნები თუ სასწორი.

აი ვინც ჰოროსკოპებს კითხულობს, დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, "ის ადამიანი ვინც ამ რაღაცეებს წერს როგორ ხვდება ამ კონკრეტულ დღეს რა ბედი მელის?", "ნუთუ პლუტონს ვუყვარვარ, ნუთუ მარსი ჩემზე ზრუნავს, ნუთუ ვენერა ესე მეხმარება.... " პასუხი მარტივია, პლუტონსაც და ყველა დანარჩენ პლანეტას სულ ცალ ფეხზე კიდიხარ შენც და შენი დაბადების რიცხვიც.

ზოგს უჩნდება კითვა, რომ თურმე ძალიან ბევრჯერ დაემთხვა ყველაფერი რაც წაიკითხეს, ჰოდა მარტივ მაგალითს მოვიყან, 365 დღეა წელიწადში, ამდენი დღიდან რამდენიმე ათეულიც კი თუ დაემთხვა ეგ არაფერს არ ნიშნავს, რაც შეეხება მაგ დამთხვევებს, თუ წერია რომ "დღეს თქვენ წარმატებული დღე გელით, დილიდანვე ძალის მოზღვავებას იგრძნობთ" როდესაც ესეთ რაღაცას კითხულობს ადამიანი, დღის განმავლობაში მხოლოდ წარმატებულ მომენტებს აკვირდება, შეიძლება 1000 სისულელე გადახდეს, მაგრამ 10 წარმატებული რაღაცის შემთხვევაშიც კი ჩათვლის რომ ჰოროსკოპი მართალი აღმოჩნდა, ჰოროსკოპი პირიქით რომ ყოფილიყო, მაგალითად "დღეს თქვენ წარუმატებელი დღე გელით, დილიდანვე იგრძნობთ ნაკლებ ენერგიას" თქვენ ავტომატიურად მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებზე გაამახვილებთ ყურადღებას და დადებით მოვლენებს ყურადღებასაც კი არ მიაქცევთ, რაც შეეხება ძალის მოზღვავებას და ენერგიის ნაკლებობას, ყოველდღე ხან ვიღლებით ხან აქტიურად ვართ, ეს ჩვეულებრივი პროცესია რომელიც ყოველდღე ხდება და ყურადღებას არც ვაქცევთ, როცა ვკითხულობთ რომ ენერგიის ნაკლებობას ვიგრძნობთ, მერე ვიწყებთ ამაზე ყურადღების გამახვილებას, იმ დადებით მუხტს რომელიც დილით წამოდგომისთანავე შეიძლება გვქონდეს ყურადღებას არ მივაქცევთ და დღის რაღაც შუალედში თუ დაგვეზარება რამის კეთება ამას ავტომატურად ჰოროსკოპს მივაწერთ... და ჩავთვლით რომ ჰოროსკოპი დაემთხვა... რაც არის დიდი სისულელე, ჯერ იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენე დაბადების თვე და რიცხვი არ ახდენს გავლენას თუ როგორი დღე გექნება 2014 წლის 5 დეკემბერს, ასევე იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტია როცა მხოლოდ იმას აქცევ ყურადღებას რაც ამოიკითხე ჰოროსკოპში, ჰოროსკოპი უმეტეს შემთხვევაში არ დაემთხვევა, მითუმეტეს ყველა საიტზე სხვადასხვა სისულელე წერია, ზოგი ძალიან დეტალურად წერს იმ იმედით რომ მკითხველის 10%-ი მაინც დაიჯერებს, როდესაც არ ემთხვევა ყურადღებას არ ვაქცევთ, შეიძლება 1000-ჯერ არ დაემთხვეს და 1 დამთხვევის მერე მთელი ცხოვრება დავიჯეროთ რომ ეს მართალია... უბრალოდ ჩაეძიეთ ამ პროცესს, არავინ არ ზის და არ ზომავს გრადუსულ გადახრას თანავარსკვავედებში, ვინც სერიოზულად ცდილობს ამის გამოკვლევას იმისთვის რომ რაღაც საიტზე ეს სისულელე დაწეროს მაშინ სერიოზული პრობლემები აქ და თავის ცხოვრებას ყველაზე უაზროდ ფლანგავს.... ასტროლოგიის სიზუსტეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს. ეს არის უაზრო თეორია რომელსაც სულელი ხალხი ავრცელებს, ხალხიც გაუაზრებლად იჯერებს.

არ არსებობს არანაირი კავშირი ვარსკვლავებსა და ადამიანებს შორის, ვარსკვავები არ განაგებენ არავის და არაფრის ბედს. დასანანია მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კითხილობს ამ სისულელეს და ჰოროსკოპების იმედზე არიან რომ დღეს სამსახურში მუშაობას დაიწყებენ, ან რომ დღეს გაიცნობენ მეორე ნახევარს, დღეს გამდიდრდებიან და ლატარეაში ბევრ ფულს მოიგებენ.... გაანძრიეთ ტვინი!

Tuesday, November 4, 2014

რელიგიური ფანატიზმი

"თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა...." ასე იწყება ქრისტიანული Bestseller-ის და ყველაზე უაზრო ზღაპრების წიგნის პირველი სტროფი. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთმა მოიწყინა და გადაწყვიტა შეექმნა სამყარო, რაშიც 7 დღე დასჭირა ღვთიური კალენდრის მიხედვით.

სამწუხაროა, კაცობრიობა რომ დღემდე იჯერებს იმას, რაც 4000 წლის წინ დაწერილ წიგნში წერია. ამავე წიგნს თუ ვენდობით დედამიწა დაახლოებით 6000 წლის არის შექმნილი, მერე რა რომ აღმოჩენილია ძვლები, რომლებიც მილიონობით წლის წინანდელ პრიმატებს ეკუთვნით, მერე რა რომ ევოლუციის თეორიას უამრავი მტკიცებულება აქვს, სამყარო მაინც ღმერთმა შექმნა და კაცობრიობაც ადამის და ევასგან არის წარმოქმნილი!!! რატომ? იმიტომ, რომ ასე წერია წიგნში, რომელიც დაიწერა მაშინ, როდესაც კაცობრიობამ ისიც კი არ იცოდა, დედამიწა პრტყელი იყო თუ სფეროსებრი. ვის რაში სჭირდება ფაქტი ან მტკიცებულება, როდესაც ეს წიგნი არსებობს. დიდი აფეთქების თეორია ზღაპარია და ნოეს კიდობანი ფაქტი.... მოკლედ, შევეშვათ სარკაზმს და გადავხედოთ იმ ღვთის არსებობის მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენს მართმადიდებლებს გააჩნიათ.

ხატებს მირონი სდის! ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი ზეთი რომელიც საწყალ ხატს მიასხეს. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი ხალხის ყურადღების მიქცევის, რის შემდეგაც ამ ეკლესიაში ათასობით ადამიანი მიდის, ყიდულობენ სანთლებს, ხატებს, ჯვრებს, იმ "მირონს" რომელიც ხატს გადმოსდის და ამით მამაოს ხელფასი ემატება, არაფერი განსაკუთრებული.

ყოველ წელს იერუსალიმში ცეცხლი გადმოდის, იმიტომ რომ... რატომ არავინ არ იცის, ზოგი მიიჩნევს რომ ამით ღმერთი გვანიშნებს მის არსებობას, ან იმას, რომ კაცობრიობას არაფერი არ ემუქრება... ლოლ, ვიღაც ტიპი შედის და გამოდის სანთლებზე წაკიდებული ცეცხლით, თურმე ეს ცეცხლი არ წვავს და ხელს 1 წამზე დიდხანს ვერ აჩერებენ მასზე, რა თქმა უნდა ტელევიზორში არ გვანახებენ ეს ვინმეს წვავს თუ არა, ღმერთს ალბათ დედამიწაზე პორტალი აქ საიდანაც ცეცხლს აგზავნის... ან ეს უბრალო ფოსფორში ამოვლებული სანთელია რომელიც ქიმიური რეაქციისას თავისით იჩენს ცეცხლს, ან უბრალოდ ასანთით უკიდებენ, რაც ყველაზე ნაკლებ შრომას მოითხოვს და შედეგი იგივეა.

ვიდეო კამერების და ინტერნეტის შექმნასთან ერთად შემცირდა სასწაულის მტკიცებულებები, რატომ? იმიტომ რომ ადრე მარტივი იყო რამე სისულელე დაგეჯერებინა ვინმესთვის, რადგან შეუძლებელი იყო ამის გადამოწმება, დღეს არსებობს ინტერნეტი სადაც ძაანაც რომ გინდოდეს, ვერანაირი სასწაულის მტკიცებულებას ვერ ნახავ. ამიტომ მორწმუნეებიც ზღვის შუაზე გაყოფიდან, მაცხოვრის კარტოფილზე გამოსახვის სასწაულზე ჩამოვიდნენ.

ცაზე ღრუბლები მილიონში ერთხელ ჯვრის ფორმას თუ მიიღებენ ეს ღვთის სასწაულია და ამით რამეს გვანიშნებს და ათასში ერთხელ თუ სასქესო ორგანოს ფორმა მიიღეს ეგ უკვე შემთხვევითობაა, ადამიანი თუ საკუთარ თავს ელაპარაკება სარკეში ანუ გიჟია და თუ დგას და ხატს სთხოვს დახმარებას სრულიად ნორმალური... ადამიანი, რომელიც ამტკიცებს რომ ღმერთი გამოეცხადა, ღვთის რჩეულია და ადამიანი, რომელიც ამტკიცებს რომ უცხო პლანეტელებმა მოიტაცეს გიჟი... ესეიგი, ყველაფერი პერსპექტივაზეა დამოკიდებული. ადამიანი რომელიც მთელ თავის ცხოვრებას ზღაპრის პერსონაჟს უთმობს ნორმალურია სანამ ის პერსონაჟი თვით იესოა.

ბიბლია არის წიგნი რომლის შესახებ ყველა ქართველმა იცის, მაგრამ მხოლოდ 10%-ს თუ ექნება წაკითხული, მთავარია ვიცით რომ არსებობს, რა მნიშვნელობა აქ შიგნით რა წერია, რადგან მოვინათლეთ და მშობლემა გაგვზარდეს ამ ქრისტიანული ტრადიციებით მაშინ რა საჭიროა ამას შევეწინააღმდეგოთ, რადგან ასეა ნათქვამი ანუ მართლაც ასეა და ტვინი არ უნდა გავანძრიოთ სიმართლის დასანახად. ზოგიერთ სკოლაში ევოლუციის მაგივრად ამ სისულელეებს ასწავლიან, რომ თურმე სამყარო 7 დღეში შეიქმნა, ისტორიულ ფაქტებში სარწმუნოებას რევენ და სასწაულებზე უყვებიან მოსწავლეებს, რომ თურმე ხატმა გადმოცურა საქართველოში... გვჯერა სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობის, ღმერთი იმდენად "კეთილია" რომ თუ არ დაიჯერე მისი არსებობა ცეცხლში დაგწვავს უსასრულობის განმავლობაში.... 21 საუკუნეა და ხალხი 20 საუკუნით არის ჩამორჩენილი აზროვნებას... რწმენა ზღუდავს ინტელექტს, ზღუდავს ცხოვრების წესს. ყველაფერი აკრძალულია, არ შეიძლება გართობა, არც ფიქრი, ყველამ უნდა ვიაროთ ეკლესიაში და ვისმინოთ რაღაც სისულელეები და ყური უნდა დავხუჭოთ იმ ფაქტებზე რასაც მეცნიერები გვიზიარებენ... რადგან სტივენ ჰოუკინგზე ჭკვიანი თურმე ქართველი მამაოები არიან... გვჯერა ეშმაკის ჩასახლების და განდევნის... და რაღაც სამარცხვინო სპექტაკლების.

რელიგია შეიქმნა ადამიანის უცოდინრობის ფონზე, განვითარდა როგორც ხალხის სამართავი მთავარი იარაღი და დღემდე ამ მიზანს ემსახურება, ლოცვა არ ხდის ადამიანს კეთილშობილს, რწმენა არ ხდის ადამიანს რამით უკეთესს ათეისტზე, თუ არ გწამს არ ნიშნავს რომ გახვალ გარეთ და ვინმეს მოკლავ, ამას ადამიანის პრინციპი, სინდისი და მორალური კოდექსი განაგებს, ამ ყველაფერს განაგებს ჩვენი ფსიქოლოგია, როდესაც გგონია რომ ზეციური არსება გისმენს და გჯერა ამის, მაშინ აქ შენი ფსიქოლოგიაა ჩართული და ათასში ერთხელ შეიძლება ნერვები ესე ლოცვით დაიწყნარო, მაგრამ რაღაც სიგიჟეს და სისულელეს არ ჯობია ფსიქოლოგს გაესაუბრო ან უბრალოდ თვითონ განავითარო აზროვნება იმ დონემდე რომ სისულელეს არ გადაყვე? თურმე დიდი აფეთქების თეორია უფრო რთული დასაჯერებელია ვიდრე ის რომ უსასრულობაში არსებობდა ადამიანის მსგავსი არსება და რატომღაც არაფრისგან შექმნა მატერია, დრო და ენერგია, ისიც გაფიქრებით.... რაც არ უნდა დიდი იყოს გონება ესე გაფიქრებით ვერაფერს ვერ შექმნი, შეუძლებელია, შექმნას ჭირდება რამე პროცესი. ყველაზე მაგარი ის არის "და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო" ანუ ღმერთმა ისიც არ იცოდა რას ქმნიდა, ანუ იმდენად დახვეწილი წარმოსახვის უნარი აქ რომ იმას ქმნის რაც არასოდეს არ უნახავს და რაც ბუნებაში ჯერ არ არსებობს და მერე მაინც უკვირს.

მილიონობით ადამიანი შიმშილით კვდება, ხალხს სახლიც კი არ აქვს და ამ დროს გვჯერა რომ არსებობს უკეთილშობილესი არსება რომელიც ხალხს ეხმარება... სჯერათ ბედისწერის, ანუ დაბადებიდანვე განსაზღვრულია რა მოგივა და რას მიაღწევ... სრული სისულელე, ჩვენ თვითონ ვახდენთ გავლენას იმაზე რა მოხდება და არა... ღმერთის მოვლენილი ადამიანი არ არსებობს, დღეს რომ გზაზე გადასვლისას მანქანა არ დაგეჯახა ეგ ღმერთის დამსახურება არ არის, ეგ იმის დამსახურებაა რომ ან ფრთხილად გადახვედი ან გიჟი მძღოლი არ შეგხვდა გადასვლისას, მაგრამ შენ რომ არ დაგეჯახა სამაგიეროთ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანი მოკვდა ინციდენტში... ყველაფერი უბრალოდ ხდება, ეს ყველაფრის ღმერთან დაკავშირება უკვე სასაცილოა... ქირურგი ღამეს ათენებს რომ ადამიანი გადაარჩინოს და შემდეგ გადარჩენილი ადამიანის ოჯახის წევრები ღმერთს უხდიან მადლობას, ღმერთს რომ არ სდომოდა არც მივიდოდა ადამიანი სიკვდილის პირას, ანუ ჯერ განსაცდელს გვივლენს და შემდეგ გვეხმარება? გვეთამაშება და ამით ერთობა? ეჰჰ...

თავის დროზე მიწისძვრასაც საკუთარი ღმერთი ჰყავდა და წვიმასას, რატომ? იმიტომ რომ ადამიანს არ შეეძლო ამ მოვლენების ახსნა... როდესაც მზის დაბნელება ხდებოდა რას იფიქრებდა ათასობით წლის წინ ადამიანი? იმას რომ მთვარე აეფარა მზეს თუ იმას რომ ღმერთი გაუწყრდათ? აი საიდან მოდის რელიგია... უცოდინრობიდან და ვინც ამ უცოდინრობის გამოვლენას მიყვება რათქმაუნდა ისიც ისე აზროვნებს როგორც მაშინმდელი აზროვნების მქონე ადამიანი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ჩამორჩენილად -_-ევოლუციის გააზრება ასეთი რთულია? ის რომ არსებობს შავკანიანი, არსებობს აზიელი, არსებობს კავკასიელი, რუსი... ანუ გარეგნული განსხვავებები საუბრის მანერა და ეს ყველაფერი რაც გვაქ განსხვავებული რისი დამსახურებაა? რომ ყველა ორი ადამიანისან გამრავლდა თუ რომ ადაპტაცია განვიცადეთ ტერიტორიების მიხედვით? ესეთი რთული რატოა იმის დაჯერება რომ ადამიანი პრიმატისგან წარმოიშვა, ჰომო ერექტუსი და ჰომო საპიენსი რა იყო? დღევანდელი აზროვნების ადამიანი? არსებობს ფაქტები, არსებობს მოსაზრებები და არსებობს ზღაპრები... სამწუხაროდ დედამიწის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი ზღაპრებით ცხოვრობს... და ცდილობს რომ სხვაც ამ ზღაპრებში აცხოვროს.

ერთადერთი რამ რაც სჭირდება კაცობრიობას არის ის რომ დაუსვას საკუთარ თავს კითხვები და ეცადოს რომ თვითონვე გასცეს ამ კითხვებს პასუხი, შემდეგ დაიხმაროს სხვადასხვა ინფორმაცია. თუ ბიბლია მართლა ღმერთმა დაწერა მაშინ იქ ყველაფერი 100%-ით სიმართლე უნდა იყოს, მაგრამ როდესაც 100%-ით კი არა 1%-იც არ შეესაბამება სიმართლეს და ყველაფერი არარეალურია და გაზვიადებული, ანუ ეს იმას ამტკიცებს რომ ბიბლია სისულელეა... გვაშინებენ რომ არ შეიძლება ღმერთის უარყოფა, არ შეიძლება მასში ეჭვის შეტანაც რაც სამწუხაროდ მოქმედებს ხალხზე, საკუთარი ტვინი იმისთვის გაქვთ რომ გამოიყენოთ... შეიძლება რამეზე თქვა უარი მაგრამ ფიქრზე? აზროვნებაზე? სამყარო გაცილებით უკეთესი იქნება რელიგიის გარეშე, არც ისლამი, არც ქრისტიანობა და არცერთი რელიგია არ ხდის სამყაროს უკეთესს, პირიქით, გვაცხოვრებს ჩაბნელებულ სამყაროში და გვაიძულებს უარი ვთქვათ თავისუფლებაზე... ესე გაფანატებული ერის გაკონტროლება ძალიან მარტივია, გამოვა ვინმე სასულიერო პირი და რასაც იტყვის იმას გააკეთებთ... სამწუხაროდ.

Saturday, October 4, 2014

შეზღუდული აზროვნება

ყველა ადამიანის ფსიქოლოგია ერთნაირია, უბრალოდ გარკვეული გარემო პირობები ახდენს მასზე გავლენას, ზოგადი ხაზი ქმედებების ერთნაირია, მაგალითად ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი ერთ კონკრეტულ სიტუაციაში ერთნაირად მოიქცევა, რაც ნორმალურია გარკვეულ შემთხვევებში, ეს აისახება არა მარტო ქმედებაზე არამედ აზროვნებაზეც. ძალიან ბევრი ადამიანი ერთნაირად "აზროვნებს", ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ეს ძალიან ცუდათ აისახება ხალხის მენტალიტეტზე, ჩვენთან გავრცელებულია ფანატიზმი, ჰომოფობია, ინტერესი სხვისი ცხოვრების მიმართ, უაზრო კრიტიკა და უაზრო პოლიტიკური შეხედულებები.

ჩვენი უაზრო მენტალიტეტიც ჩვენი ქვეყნის პირობების ბრალია, რუსეთის გავლენით შემოსაზღრულმა ქვეყანამ რომელმაც სწრაფი განვითარება ვერ აითვისა დარჩა ისევ ისეთი დაშტერებული აზროვნების. ყველაფერი ახალი (რაც სინამდვილეში ახალი არ არის) რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდის ან უბრალოდ რასაც ეხლა ეცნობა საქართველო ან ძალიან დიდი სისულელეა ან რამე ისეთი რაც ქართველობას წაგვართმევს. ზოგადად ადამიანის აზროვნების უნარი შეიძლება იმდენად უცნაური იყოს, რომ გამოგაშტერებს... ზოგიერთს დღემდე სჯერა რომ დედამიწა 6000 წლის არის... ზოგიერთს სჯერა რომ სასწაულები ხდება... მარტივ პარალელს გავავლებ... თუ ადამიანი ელაპარაკება სურათებს ან საკუთარ თავს მაშინ გიჟია, თუ ელაპარაკება ხატს და თავისთვის ლოცულობს მაშინ ნორმალური... კაი ესეც მარტივი თემაა, უბრალოდ შეხედულებაა უაზრო, ხალხი ერთნაირ ქმედებას სხვანაირად განიხილავს თუ ამ ორ ქმედებას სხვადასხვა სახელი ჰქვია.

რატომ არის ფანატიზმი ესეთი დიდი და უაზრო პრობლემა?
ის რომ გწამს და გჯერა რაღაცეების ეგ არ უნდა ახდენდეს გავლენას სხვის ცხოვრებაზე, არ უნდა ზღუდავდე სხვას მხოლოდ იმის გამო რომ ის შენსავით არ ფიქრობს... ეს მარტო რელიგიას არ ეხება, ფანატიზმის ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, თუნდაც რამე კონკრეტული მუსიკის ან პოლიტიკური შეხედულების მხრივ, ეს არის როდესაც ადამიანი იმდენად არის დაფანატებული რამე კონკრეტულზე რომ ამით სხვის განსხვავებულ აზრსს ზღუდავს. ფანატიზმი იწვევს სწორედ იმ ჰომოფობიას რაც მორიგი უაზრო აზროვნების გამოვლინებაა, სხვის ცხოვრებაში ჩარევა, სხვისი გაკრიტიკება მხოლოდ იმის გამო რომ ის სხვანაირია არის სისულელე, ყველა საკითხში, ეს შეიძლება იყოს აზროვნებით განსხვავება, გემოვნებით განსხვავება, სტილით, გარეგნობით, ეროვნებით და ა.შ... თუნდაც რასიზმი, რატო უნდა გაღიზიანებდეს შავკანიანი ადამიანი? რატო უნდა ხმარობდე ტერმინ "ზანგს" მისამართად? რატო უნდა აყენებდე შეურაწყოფას მხოლოდ იმის გამო რომ ის სხვა კონტინენტიდან არის წარმოშობილი და ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში?

ჩვენი სტუმართმოყვარეობა უმაღლეს დონეზეა, ჩინელებს ვაგინებთ, ინდოელებს ვაგინებთ, აფრიკელებს ვაგინებთ, ყველას ვაგინებთ ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, თურმე ამით ერი ირყვნება... თურმე ამით ქართველობას ვკარგავთ, არასოდეს მესმოდა რატო იყო ყველაფრის მიმართ ესეთი დამოკიდებულება, რას ნიშნავს ქართველობას დავკარგავთ? თუნდაც კაზანტიპის ამბები რომ განვიხილოთ, სანაპიროზე ცეკვა და გართობა გვართმევს "ქართველობას" თუ უპატივისცემლობა, უხეშობა, დაპირისპირება ერთმანეთში და უაზრო მენტალიტეტი? ხალხს რომლებსაც კრიტიკაც არ ესმით ნორმალურად, ირონიას ვერ გებულობენ, სარკაზმის არაფერი გაეგებათ.

ყველაზე ცუდი ის არის რომ ძალიან ბევრ რამეს გაუაზრებლად ვიჯერებთ, ფაქტიურად საკუთარი აზრი არ გაგვაჩნია და ვზღუდავთ იმას ვინც დამოუკიდებლად აზროვნებს, არასოდეს გვიჩნდება იმის ინტერესი გავიგოთ რისი გვჯერა და რა გვაინტერესებს, რა მოგვწონს ან უბრალოდ როგორ გვსურს ცხოვრება, რასაც ვხედავთ და რასაც ვისმენთ იმას ვაკეთებთ და იმას ვიჯერებთ. "მე მჯერა იმიტომ რომ სხვებსაც სჯერათ..." არის სისულელე, უმრავლესობა არ ნიშნავს რომ ის რა მიზანიც მაგ უმრავლესობას ამოძრავებს სწორია, რადგან დიდ ნაწილს რაღაც მოსწონს არ ნიშნავს რომ ის რაღაც მოსაწონია, პრინციპში ჩვენ თვითონ ვქმნით სტანდარტებს და თვითონ ვქმნით საკუთარ შეზღუდვებს, არანაირი ზეციერი ძალა არ განაგებს ჩვენ ქმედებებს, ჩვენ თვითონ ვართ დამოუკიდებელნი და თვითონ ვქმნით ისტორიას ჩვენი ქმედებებით, უბრალოდ უნდა გვესმოდეს რომ ეს ჩვენი ნებით უნდა ვაკეთოთ და არა იმის გამო რომ ათასწლეულების წინანდელ წიგნში ეგრე წერია... საშუალოდ 50 წელი უნდა ვიცოცხლოთ და ეს წლები უნდა დავკარგოთ შეზღუდულათ, გამოკეტილათ და გაუაზრებლად.... ცოტა იაზროვნეთ.

Thursday, October 2, 2014

ქვეყნის პრობლემები - კინო ინდუსტრია

კინო ინდუსტრია. საქართველოში ერთერთი რამ რაც კეთდება, მაგრამ კეთდება უხარისხოდ არის ფილმი. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ძველი ფილმების "ვითომ" წარმატებულობაზე, ფაქტია დღეს არ იქმნება ხარისხიანი ფილმები, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. ამ პრობლემის ერთერთი მთავარი მიზეზი რათქმაუნდა ნორმალური რეჟისორის არ არსებობაა, ან თუნდაც სცენარისტის, მაგრამ კარგ რეჟისორს ცუდ სცენარზეც შეუძლია მშვენიერი ფილმის გადაღება, ამიტომ ერთერთი პრობლემა ისევ რეჟისორია... ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უმეტესობა ქართული ფილმი იყო უცხოური ცნობილი ფილმების პლაგიატი... მაგალითად Mr. ძიძა, რა მოხდა კიევში, ცელქი ბავშვები... ა.შ.

მოკლედ, საქართველოში არის ხარისხიანი ფილმების დეფიციტი. ყველაზე კარგი სცენარის მქონე ფილმშიც კი შეიძლება ისეთი ცუდი მსახიობები თამაშობდნენ, რომ ბოლომდე ყურებაც არ მოგინდება, ან შეიძლება პირიქით, კარგმა მსახიობმა ვერ უშველოს ცუდ სცენარს და ფილმი ისევ უინტერესო გახდეს... ეს უკვე ზოგადი ფილმის სტანდარტებია რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის კინო ინდუსტრიის არ არსებობა. ქართულ ფილმებს ფაქტიურად არანაირი შემოსავალი არ აქვთ. მარტივი მიზეზი არის ის რომ ქვეყანაში არის მხოლოდ 3 აქტიური კინოთეატრი სადაც თავსდება კონკრეტული ფილმები, ესენია: რუსთაველი, ამირანი და აპოლო... ამიტომ პროდიუსერი ამ კინოთეატრებში ფილმის განთავსებით ვერ ამოიღებს იმ დანახარჯსს რაც ფილმში ჩაიდო, ეს იწვევს იმას რომ ქართული ფილმების ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა და ამასთან ერთად მცირეა ხარისხიც. ამიტომ საჭიროა ახალი კინოთეატრების გახსნა, საჭიროა ბილეთების ფასის დარეგულირება რადგან უფრო მეტმა ადამიანმა მოისურვოს კინოთეატრში წასვლა. უნდა ეწყობოდეს პრემიერები, შეხვედრები მსახიობებთან, რადგან გაიზარდოს ინტერესი და ჩამოყალიბდეს Celebrity-ების ფენა ქვეყანაში, ამ ეტაპე მარტო პოლიტიკოსები არიან "ვარსკვლავები" და მთელი ყურადღება და ინტერესი მათ ეთმობათ. კინო ინდუსტრიის განვითარება ამას შეცვლის და ნაწილობრივ მსახიობებზე გადაიტანს ხალხის ყურადღებას.

უხარისხო ქართული ფილმები:
ცელქი ბავშვები, ტაქსი, ჩემი ცოლის დაქალები კინოში, Mr. ძიძა, რა მოხდა კიევში, გარიგება 25 წლის შემდეგ, ჭამა და სექსი და კიდე რამდენიმე ფილმი სადაც შორენა ბეგაშვილი თამაშობს.

ხარისხიანი ქართული ფილმები: 
ჩემი ცოლის დაქალი ქორწილში, თბილისური Love Story, მიდიოდა მატარებელი, სეზონი, მაიტა ნასოსი...

რა მოქმედებს ფილმის ხარისხზე?
  1. პირველ რიგში მსახიობი, ნორმალური მსახიოებიბს გარეშე ვიღებთ ისეთ ფილმს რომლის მოსმენაც კი გამაღიზიანებელია. რაც არ უნდა კარგად იყოს გადაღებული და რაც არ უნდა საინტერესო იყოს სცენარი, უემოციო მსახიობის ყურება დანარჩენ ყველაფერს აფუჭებს, მაგალითად გაღმა ნაპირი, არაფრის მომცემი შინაარსის მიუხედავათ საინტერესო საყურებელია, რადგან გადაღება და ხარისხი ინარჩუნებს გარკვეულ სტანდარტს, მაგრამ რამდენიმე მსახიობი იმდენად ცუდათ თამაშობს რომ ეგრევე გეკარგება სურვილი ბოლომდე ყურების.
  2. ფილმის გაფორმება და ხარისხი, ფილმზე თავდაპირველ შთაბეჭდილებას ტოვებს ხარისხი, რათქმაუნდა ვიზუალური კუთხით, თავისი კამერის რაკურსებით და ფერების კორექცია. თუ ფილმს თავიდანვე ეტყობა გადაღების ხარისხი, მაშინ გიჩნდება სურვილი რომ უყურო, მაგალითად ჩემი ცოლის დაქალების ფილმები ისევე როგორც სერიალები გამოირჩევნიან კარგად შერჩეული რაკურსებით, კარგად დადგმული სცენებით და კარგი გამოსახულებით. ამ მხრივ ასევე გამოირჩევა ფილმი მანდარინები.
  3. შინაარსი და სცენარი, შეიძლება ფილმის შინაარსი იყოს ზოგადი, ცხოვრებისეული, ან თუნდაც სრულიად გაუგებარი და ჩახლართული, მაგრამ უნდა იყოს საინტერესო... უმეტესობა ფილმი კარგად ინარჩუნებს ინტერესს, მაგრამ ფილმის ბოლოს ყველაფერი ფუჭდება, მაგალიტად ჩემი ცოლის დაქალები კინოში, იდეა და სცენარი საინტერესო იყო, საინტერესო პერსონაჟებით, სიუჟეტიც კარგად მიდიოდა, მაგრამ ფილმის ბოლოს ყველაფერი გაფუჭდა.
ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა დაიწყოს ინტერესის ზრდა ქართული ფილმების მიმართ, ნელნელა უნდა გაიხსნას ახალი კინოთეატრები, რადგან პროდიუსერებს შეეძლოთ ფილმის რამდენიმე კინოთეატრში განთავსება, ასევე ინტერნეტ საიტების დახმარებითაც რომ გახადონ რამდენიმე ქართული ფილმის ყურება ფასიანი, (ოღონდ ფასი უნდა იყოს უმნიშვნელო, დაახლოებით 1 ლარი) ფილმი არ უნდა განათავსონ ინტერნეტში დაახლოებით 2 თვე გამოსვლიდან, ამ დროის განმავლობაში უნდა გადიოდეს მხოლოდ კინოთეატრებში. უდნა გაიზარდოს შემოსავალი რეჟისორებისთვის და მსახიობებისთვის. უნდა ეწყობოდეს სტანდარტული და ტრადიციული ფილმის პრემიერები, თუნდაც წითელი ხალიჩებით (იმედია ეგ დროც მოვა).