Thursday, August 21, 2014

ქართული მენტალიტეტი

ქართველები დღემდე ვერ ვათვითცნობიერებთ რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ, ხოლო ყველაზე ცუდი კი ის არის რომ არც გვინდა ამის გათვითცნობიერება და არც ვცდილობთ რომ თვალი გავახილოთ.

კაზანტიპი
ბოლო დროს რამდემინიმე მოვლენამ უფრო გამოააშკარავა თუ რამდენად ჩამორჩენილი ერი ვართ, მაგალითად კაზანტიპის ფესტივალის მიმართ ქართველების დამოკიდებულებამ. იმის მიუხედავათ რომ ამ ფესტივალის ორგანიზატორებმა დიდი თანხა ჩადეს ამ პროექტში და ძალიან კარგი რეკლამა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ერის წარმომადგენლები, განსაკუთრებით მამაოები გამოვიდნენ პროტესტით რომ თურმე ეს ფესტივალი ჩვენს ტრადიციებს აზიანებს და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.... ეჰჰ. მოკლედ მამაოების სიტყვას აყვა ქართველი ფანატიკოსების დიდი ნაწილიც და რბილად რომ ვთქვათ კაზანტიპის ორგანიზატორს ტვინი შეუჭამეს. საბედნიეროდ ამ პროტესტებმა არ გააგიჟა ის საწყალი კაცი და გუშინ (20 აგვისტოს) წარმატებით ჩატარდა ფესტივალი და მომდევნო 10 დღის განმავლობაშიც ალბათ წარმატებით გაგრძელდება. როგორც უკვე ცნობილი გახდა უხამსი ქცევების გამო რამდენიმე კაზანტიპის მონაწილეს დეპორტი გაუკეთეს, იმედია ეს მაინც დააწყნარებს ამ ხალხს და აღარ გააგრძელებენ ამ ჩამორჩენილობის გამოვლენას.

ფანატიზმი
ესეიგი, მთავარი პრობლემა არ არის ის რომ გვიჭირს რამე ახალთან შეგუება, არამედ ის რომ არ გვინდა შევეგუოთ. ქვეყანაში სადაც ჰელოუინის მოწყობაც კი აკრძალულია რაღაც რელიგიური მიზეზების გამო უკვე სასაცილოა კაზანტიპზე საუბარი, თურმე ვინმე ბოროტმოქმედად გამოწყობა ცოდვაა და ამის გამო ჯოჯოხეთში დავიწვებით... მოკლედ რომ ვთქვათ ეს ფანატიზმი ზღუდავს ყველაფერს რასაც ეკლესია არ ეთანხმება, თუ რატომ არ ეთანხმება ეგ უკვე სხვა საკითხია...
უკვე ათასწლეულების მანძილზე რელიგია ხალხის სამართავად გამოიყენებოდა და ძალიან სამწუხაროა რომ დღემდე გრძელდება ეს ადამიანების დამონება, ღვთის მსახურება არ უნდა გამოიხატებოდეს ძალადობაში, თვითონ ბიბლიაც კი კრძალავს ძალადობას მაგრამ დღეისთვის როგორც გვაწყობს ისე ვიყენებთ ამ ჩვენს ბიბლიას, ტაბურეტკების ქნევას, გინებას, უხეშობას, დაპირისპირებას და მრავალ სხვა ქცევას ვამართლებთ.

ჩამორჩენილობა
ძალიან ხშირად ვაქებთ ჩვენს ქვეყანას სტუმართმოყვარეობის გამო, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ ერთერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე ერი ვართ მსოფლიოში. ბოლო 6-7 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად ძალიან ხშირად გვხვდებიან ქუჩებში სხვადასხვა ერის და რასის წარმომადგენლები, ჩვენებიც რათქმაუნდა ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, რაც ძირითადათ გინებით გამოიხატება. ყველას ერთმანეთის შურს, მთავარი მამოძრავებელი მიზანი სხვისი ჩაძირვაა, სხვისი გაკრიტიკება და რათქმაუნდა სხვისი დამცირება. არ გაგვაჩნია სხვა არანაირი მისწრაფება, ვართ ძალიან ზარმაცი ერი, გვირჩევნია უსაქმურად ვიჯდეთ სახლში და მთავრობამ ფული გვიხადოს... ვერ ვხედავთ კარგს, ქვეყანა განვითარდა მაგრამ ვის რაში აინტერესებს სანამ პენსია 1000 ლარი არ იქნება და უმუშევრებს ყოველთვიური ვაუჩერი არ ექნებათ 2000 ლარის ოდენობით. ღორებს მეტი არც უნდათ, ზიან ტალახში და ელოდებიან თუ როდის მოუტანს პატრონი საჭმელს. მაშინ როდესაც ინფრასტრუქტურის, ტურიზმის და ბიზნესის განვითარებაზე კარგი დაპირება 1 მილიონი ხეა და მთავარი გასართობი წინა მთავრობის გინება... მგონი უნდა გვიხაროდეს რომ უარესს დღეში არ ვართ.

სკოლებში ხშირად მომისმენია ეს ფრაზა "ამერიკას რატო უნდა მივბაძოთ როდესაც ჩვენ უფრო ხანგძლივი ისტორია გვაქვს", ალბათ იმიტომ რომ ამ 400 წლის წინ ჩამოყალიბებულმა ქვეყანამ ყველა ასპექტით გაგვისწრო არა მარტო ჩვენ არამედ ყველა ქვეყანას, დღეისთვის ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა რომელიც ფაქტიურად ცხოვრების სტანდარტებს თვითონ აწესებს მთელი მსოფლიოსთვის. რათ გვინდა ამერიკა... მივბაძოთ რუსეთს...

P.S
ეს ყველაფერი არის უბრალოდ ჩემი აზრი, რაც მე მაწუხებს და რაც არ მომწონს. (ადამიანს აქვს ყველანაირი უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი როცა უნდა, სადაც უნდა და რამდენჯერაც უნდა)

No comments:

Post a Comment