Saturday, August 30, 2014

ზიზღის ტენდეცია

ადამიანებს აქვთ უაზრო ტენდეცია, შეზიზღდეთ ის რაც პოპულარულია. ეს იმდენად ხშირი შემთხვევაა რომ უკვე უმეტესობისთვის ნორმალურობის სტადიაშიც კი ჯდება, რაც ნამდვილად არ არის ესე. ჩვენ ვცდილობთ რომ ყველაფერში დავინახოთ ნეგატიური, ვცდილობთ ყველაფერი გავაკრიტიკოთ და ამ კრიტიკით მივიქციოთ ყურადღება. ეს არის უბრალო ადამიანური ჩვევა რაც უმეტეს და ხშირ შემთხვევაში გამაღიზიანებელია. ჩემი რჩევა იქნება რომ ჯერ პოზიტიური დაინახოთ და მერე დაიწყოთ ფიქრი ნეგატიურზე.

სანამ მთავარ მაგალითზე გადავალთ, დავიწყოთ ყველასათვის ნაცნობი სიმღერით. Gangnam Style იყო 2012 წლის ყველაზე პოპულარული სიმღერა, ძალიან ბევრ ადამიანს თავიდანვე მოეწონა და აიტაცა, თითქმის ყველას ეწერა მობილურში და ასევე ბევრი ცდილობდა ცეკვის დამუღამებას.
მაგრამ როდესაც სიმღერა მთელ მსოფლიოში გავრცელდა ამასთან ერთად გაიზარდა ზიზღიც და ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ამ სიმღერის კრიტიკა... მუსიკის განხილვა ზოგადად ვრცელი თემაა და ძირითადათ სუბიექტურ აზრს მოიცავს, რაც ნიშნავს იმას რომ სიმღერა მოგწონს თუ არა ეგ შენი პირადი აზრია და არა ზოგადი, მაგრამ მე მაინც დავწერ იმას რომ Gangnam Style-ს არაფერი არ ჰქონდა დასაწუნი, ვოკალი ჩვეულებრივ დონეზე იყო, ქორეოგრაფია იყო კრეატიული და მისამღერიც საკმაოდ ჩამთრევი, სიმღერისთვის მეტი არც არი საჭირო, ამიტომ იმის თქმა რომ სიმღერა სრული ნაგავი იყო, არგუმენტს მოკლებულია, შესაბამისად მიზეზიც უბრალო ზიზღია რადგან კონკრეტულმა სიმღერამ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

მეორე მაგალითი არის ყველასათვის ნაცნობი გამოთქმა და ტრენდი #Selfie, რატო ეზიზღება ამდენ ადამიანს ეს ტერმინი? ან რა იწვევს მათ გაღიზიანებას? ის რომ ადამიანები საკუთარ თავს უღებენ სურათს თუ ის რომ ბოლო დროს აქტიური გახდა Selfie-ბის გადაღება წინა კამერიანი Smartphone-ბის შექმნის ფონზე? აქაც ზუსტად იგივე ტენდენციაა როგორც წინა მაგალითში... რაც არ უნდა შემედაოთ Selfie-ბს ადამიანები უკვე ათწლეულეულების მანძილზე იღებდნენ, თუნდაც დიდი ციფრული აპარატით, ჩნდება ლოგიკური კითხვა, ის რაც ამდენი წლის განმავლობაში სრულიად ნორმალური და მისაღები იყო რატომ გახდა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ესეთი მიუღებელი და ასე ვთქვათ გოიმობის გამომავლინებელი? პასუხიც ზუსტად იგივეა... ჩვენ გვიყვარს იმის კრიტიკა რაც პოპულარულია... დღეს როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ყოველ მეორე ადამიანს აქვს სმარტფონი Selfie-ბმა უფრო აქტიური სახე მიიღო. ბარემ აქვე ვახსენებ ტუჩების "დაპრუწვას", რაც ასევე გაკრიტიკების საკითხად მიიჩნევა, რით განსხვავდება თუნდაც ენის გამოყოფისგან სურათის გადაღების დროს? ან თუნდაც ჩვეულებრივი დაჭყანვისგან? თუ სურათის გადაღებისას შუა თითის ჩვენება ჩვეულებრივი "პონტია" მაშინ რატო არ შეიძლება თუნდაც ტუჩების "დაპრუწვა"? ალბათ იმიტომ რომ ამასაც ბევრი ადამიანი აკეთებს...

და განვიხილოთ დღეისთვის ყველაზე აქტუალური და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, Ice Bucket Challenge. ვეცდები მაქსიმალურად გარკვევით გამოვხატო ჩემი აზრი. მე დიდად არ ვარ ქველმოქმედი, ვერ ვიტყვი რომ ყოველ მეორე გაჭირვებულს ვეხმარები, რადგან ეგრე არ არის, ამიტომ არ დავიწყებ "მარიაჟობას", მაგრამ ამ გამოწვევამ ინტერესი გამიჩინა, არა იმ ფაქტმა რომ ადამიანები თავზე წყალს ისხამენ, არამედ იმან რომ ხალხი ესე აქტიურად გაერთიანდა საერთო მიზნისთვის, რაც მართლა მოულოდნელი იყო ჩემთვის, რათქმაუნდა მეც მივიღე მონაწილეობა ამ აქციაში, თანხაც გადავრიცხე და ჩვეულებრივ გადავიღე ვიდეო, გამოვიწვიე 3 მეგობარი და ესე ნელნელა გავრცელდა სხვებზეც ჩემი მხრიდან. ესეიგი, რა პრობლემას ხედავენ ამ აქციაში? და რა არგუმენტებს ისვრიან?
  1. "ხალხი თავზე წყალს იმიტომ ისხამს რომ 100 დოლარის გადარიცხვა არ უნდათ..." და ესეთ ხალხს მინდა ვკითხო თავად რამდენი აქვთ გადარიცხული კონკრეტულად ამ ქველმოქმედებაში? ის ადამიანი ვინც თუნდაც იმ 10 დოლარს რიცხავს მისი გამოწვევის მერე ეს ვრცელდება ასობით და ათასობით ადამიანებზე რომლებთა გარკვეული ნაწილიც იღებს მონაწილეობას, შესაბამისად იმ ადამიანის გამოწვევის შემდეგ ეს თანხა უფრო და უფრო იზრდება, რა არის ამაში მიუღებელი? და ისინი არ ისხამენ ყინულიან წყალს იმიტომ რომ გადარიცხვა არ უნდათ, არამედ იმიტომ რომ სახალისოა, ვისაც უნდა 100 დოლარის გადარიცხვა იმას შეუძლია თან წყალიც გადაისხას და თან უფრო დიდი თანხაც გადარიცხოს...
  2. "უმეტესობა უბრალოთ ვიდეოს იღებს და არანაირ თანხას არ რიცხავს...." კაი გასაგებია რომ მილიონობით ადამიანიდან გამოჩნდებიან ისეთები ვინც უბრალოდ გართობის მიზნით მიიღებენ მონაწილეობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ესეთ ადამიანებსაც დიდი წვრილი შეაქვთ ამ ქველმოქმედებაში, თითო ადამიანი იწვევს 3 ადამიანს, ის 3 ადამიანიც იწვევს სამს და ესე გრძელდება, ანუ ნელნელა ეს რაოდენობა ადის 100-ამდე და აგრძელებს ზრდას, ამ 100-იდან 10%-ი მაინც ჩარიცხავს (საქართველოში) როდესაც უცხოეთში შეიძლება 90%-მაც ჩარიცხოს, იმ ადამიანს რომ არ გადაეღო ის ვიდეო თუნდაც უბრალოდ გადასარიცხად შეიძლებოდა გარკვეული თანხა და გარკვეული ადამიაენიბს რაოდენობა მოკლებოდა ამ აქციას.. ამიტომ ეს არგუმენტიც სისულელეა.
  3. "Ice Bucket Challenge სისულელეა რადგან ხალხი უაზროდ ხარჯავს წყალს როდესაც აფრიკაში სუფთა წყალი საერთოდ არ აქვთ...." ეს ყველაზე აქტუალური კრიტიკაა და ამავდროულად ყველაზე სულელური, უკაცრავად მაგრამ ვინც ამას ამბობს თვითონ არ ხარჯავთ უაზროდ წყალს? თუ ესე ღელავთ წყლის უაზროდ მოხმარებაზე მაშინ საერთოდ არ იბანაოთ, არც ზედმეტი ჭიქა წყალი დალიოთ ყოველდღე, ან ტვალეტში მოფსმის მაგივრათ ბანაობისას მოფსით რომ ჩარეცხვაში წყალი არ დახარჯოთ... მთელმა მსოფლიომ იცის რომ აფრიკაში წყლის პრობლემაა და აფრიკის დასახმარებლათაც ხორციელდება ბევრი აქცია, ALS-ის აქცია პირველია რომელმაც ესეთი კრეატიული ფორმით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიბყრო, ამიტომ მომავალშიც გააგრძელებენ ქველმოქმედებისთვის კრეატიული იდეების მოფიქრებას.
  4. "ქველმოქმედება ჩუმად უნდა აკეთო და არა რეკლამით...." ამ აქციას ესეთი სახე რომ არ ქონოდა არავის არ დააინტერესებდა უბრალო ვიდეო სადღაც ვიღაცა უბრალოთ თანხას რიცხავს... ესეთი აქციის გარეშე საერთოდ ვერავინ გავიგებდით რომ არსებობს ესეთი დაავადება რომელიც 2 წელიწადში ადამიანს უკარგავს თვითნებურად მოძრაობის ან თუნდაც ლაპარაკის საშალებას და ამ ტანჯვის ფონზე მალევე კვდება... ამ რეკლამის გარეშე ესეთ ადამიანებს არ ექნებოდათ იმედი გამოჯამრთელების, ამ დაავადების გამოწვევი მიზეზიც კი არ იციან და შესაბამისად არც ის თუ როგორ უნდა უმკურნალონ, ანუ ეს ადამიანები არიან განწირულები, ამ აქციის წყალობით გაჩნდა იმედი რომ დაადგენენ ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზს და შესაბამისად შექმნიან წამლებს რომლებიც ამ ადამიანებს დაეხმარებათ...
არ ვიცი მეტი რა უნდა დავწერო... სირცხვილია როდესაც ესეთ კეთილ საქმეს ესე უაზროდ აკრიტიკებენ, წყლის დახარჯვა ყველაზე სულელური არგუმენტია... მითუმეტეს იმის ფონზე როდესაც ამ ლოგიკით ყველა ადამიანი ვხარჯავთ უაზროდ წყალს. ჭკუაზე მოდით რა... ყველაფერში ნეგატიურის დანახვა არაფერს კარგს არ მოგიტანთ, ვითომ განსხვავებული და ამავდროულად სულელური აზრის გამოთქმა მხოლოდ თქვენნაირების ყურადღებას მიიპყრობს და ამით თავი ვინმე ინტელექტუალი ნუ გგონიათ. მადლობთ ყურადღებისთვის.

ამ დაავადებაზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ALS.org-ს.
გამომყევით სოციალურ ქსელებში
FacebookTwitterGoogle+

Thursday, August 21, 2014

ქართული მენტალიტეტი

ქართველები დღემდე ვერ ვათვითცნობიერებთ რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ, ხოლო ყველაზე ცუდი კი ის არის რომ არც გვინდა ამის გათვითცნობიერება და არც ვცდილობთ რომ თვალი გავახილოთ.

კაზანტიპი
ბოლო დროს რამდემინიმე მოვლენამ უფრო გამოააშკარავა თუ რამდენად ჩამორჩენილი ერი ვართ, მაგალითად კაზანტიპის ფესტივალის მიმართ ქართველების დამოკიდებულებამ. იმის მიუხედავათ რომ ამ ფესტივალის ორგანიზატორებმა დიდი თანხა ჩადეს ამ პროექტში და ძალიან კარგი რეკლამა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ერის წარმომადგენლები, განსაკუთრებით მამაოები გამოვიდნენ პროტესტით რომ თურმე ეს ფესტივალი ჩვენს ტრადიციებს აზიანებს და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.... ეჰჰ. მოკლედ მამაოების სიტყვას აყვა ქართველი ფანატიკოსების დიდი ნაწილიც და რბილად რომ ვთქვათ კაზანტიპის ორგანიზატორს ტვინი შეუჭამეს. საბედნიეროდ ამ პროტესტებმა არ გააგიჟა ის საწყალი კაცი და გუშინ (20 აგვისტოს) წარმატებით ჩატარდა ფესტივალი და მომდევნო 10 დღის განმავლობაშიც ალბათ წარმატებით გაგრძელდება. როგორც უკვე ცნობილი გახდა უხამსი ქცევების გამო რამდენიმე კაზანტიპის მონაწილეს დეპორტი გაუკეთეს, იმედია ეს მაინც დააწყნარებს ამ ხალხს და აღარ გააგრძელებენ ამ ჩამორჩენილობის გამოვლენას.

ფანატიზმი
ესეიგი, მთავარი პრობლემა არ არის ის რომ გვიჭირს რამე ახალთან შეგუება, არამედ ის რომ არ გვინდა შევეგუოთ. ქვეყანაში სადაც ჰელოუინის მოწყობაც კი აკრძალულია რაღაც რელიგიური მიზეზების გამო უკვე სასაცილოა კაზანტიპზე საუბარი, თურმე ვინმე ბოროტმოქმედად გამოწყობა ცოდვაა და ამის გამო ჯოჯოხეთში დავიწვებით... მოკლედ რომ ვთქვათ ეს ფანატიზმი ზღუდავს ყველაფერს რასაც ეკლესია არ ეთანხმება, თუ რატომ არ ეთანხმება ეგ უკვე სხვა საკითხია...
უკვე ათასწლეულების მანძილზე რელიგია ხალხის სამართავად გამოიყენებოდა და ძალიან სამწუხაროა რომ დღემდე გრძელდება ეს ადამიანების დამონება, ღვთის მსახურება არ უნდა გამოიხატებოდეს ძალადობაში, თვითონ ბიბლიაც კი კრძალავს ძალადობას მაგრამ დღეისთვის როგორც გვაწყობს ისე ვიყენებთ ამ ჩვენს ბიბლიას, ტაბურეტკების ქნევას, გინებას, უხეშობას, დაპირისპირებას და მრავალ სხვა ქცევას ვამართლებთ.

ჩამორჩენილობა
ძალიან ხშირად ვაქებთ ჩვენს ქვეყანას სტუმართმოყვარეობის გამო, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ ერთერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე ერი ვართ მსოფლიოში. ბოლო 6-7 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად ძალიან ხშირად გვხვდებიან ქუჩებში სხვადასხვა ერის და რასის წარმომადგენლები, ჩვენებიც რათქმაუნდა ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, რაც ძირითადათ გინებით გამოიხატება. ყველას ერთმანეთის შურს, მთავარი მამოძრავებელი მიზანი სხვისი ჩაძირვაა, სხვისი გაკრიტიკება და რათქმაუნდა სხვისი დამცირება. არ გაგვაჩნია სხვა არანაირი მისწრაფება, ვართ ძალიან ზარმაცი ერი, გვირჩევნია უსაქმურად ვიჯდეთ სახლში და მთავრობამ ფული გვიხადოს... ვერ ვხედავთ კარგს, ქვეყანა განვითარდა მაგრამ ვის რაში აინტერესებს სანამ პენსია 1000 ლარი არ იქნება და უმუშევრებს ყოველთვიური ვაუჩერი არ ექნებათ 2000 ლარის ოდენობით. ღორებს მეტი არც უნდათ, ზიან ტალახში და ელოდებიან თუ როდის მოუტანს პატრონი საჭმელს. მაშინ როდესაც ინფრასტრუქტურის, ტურიზმის და ბიზნესის განვითარებაზე კარგი დაპირება 1 მილიონი ხეა და მთავარი გასართობი წინა მთავრობის გინება... მგონი უნდა გვიხაროდეს რომ უარესს დღეში არ ვართ.

სკოლებში ხშირად მომისმენია ეს ფრაზა "ამერიკას რატო უნდა მივბაძოთ როდესაც ჩვენ უფრო ხანგძლივი ისტორია გვაქვს", ალბათ იმიტომ რომ ამ 400 წლის წინ ჩამოყალიბებულმა ქვეყანამ ყველა ასპექტით გაგვისწრო არა მარტო ჩვენ არამედ ყველა ქვეყანას, დღეისთვის ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა რომელიც ფაქტიურად ცხოვრების სტანდარტებს თვითონ აწესებს მთელი მსოფლიოსთვის. რათ გვინდა ამერიკა... მივბაძოთ რუსეთს...

P.S
ეს ყველაფერი არის უბრალოდ ჩემი აზრი, რაც მე მაწუხებს და რაც არ მომწონს. (ადამიანს აქვს ყველანაირი უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი როცა უნდა, სადაც უნდა და რამდენჯერაც უნდა)