Tuesday, November 4, 2014

რელიგიური ფანატიზმი

"თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა...." ასე იწყება ქრისტიანული Bestseller-ის და ყველაზე უაზრო ზღაპრების წიგნის პირველი სტროფი. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთმა მოიწყინა და გადაწყვიტა შეექმნა სამყარო, რაშიც 7 დღე დასჭირა ღვთიური კალენდრის მიხედვით.

სამწუხაროა, კაცობრიობა რომ დღემდე იჯერებს იმას, რაც 4000 წლის წინ დაწერილ წიგნში წერია. ამავე წიგნს თუ ვენდობით დედამიწა დაახლოებით 6000 წლის არის შექმნილი, მერე რა რომ აღმოჩენილია ძვლები, რომლებიც მილიონობით წლის წინანდელ პრიმატებს ეკუთვნით, მერე რა რომ ევოლუციის თეორიას უამრავი მტკიცებულება აქვს, სამყარო მაინც ღმერთმა შექმნა და კაცობრიობაც ადამის და ევასგან არის წარმოქმნილი!!! რატომ? იმიტომ, რომ ასე წერია წიგნში, რომელიც დაიწერა მაშინ, როდესაც კაცობრიობამ ისიც კი არ იცოდა, დედამიწა პრტყელი იყო თუ სფეროსებრი. ვის რაში სჭირდება ფაქტი ან მტკიცებულება, როდესაც ეს წიგნი არსებობს. დიდი აფეთქების თეორია ზღაპარია და ნოეს კიდობანი ფაქტი.... მოკლედ, შევეშვათ სარკაზმს და გადავხედოთ იმ ღვთის არსებობის მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენს მართმადიდებლებს გააჩნიათ.

ხატებს მირონი სდის! ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი ზეთი რომელიც საწყალ ხატს მიასხეს. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი ხალხის ყურადღების მიქცევის, რის შემდეგაც ამ ეკლესიაში ათასობით ადამიანი მიდის, ყიდულობენ სანთლებს, ხატებს, ჯვრებს, იმ "მირონს" რომელიც ხატს გადმოსდის და ამით მამაოს ხელფასი ემატება, არაფერი განსაკუთრებული.

ყოველ წელს იერუსალიმში ცეცხლი გადმოდის, იმიტომ რომ... რატომ არავინ არ იცის, ზოგი მიიჩნევს რომ ამით ღმერთი გვანიშნებს მის არსებობას, ან იმას, რომ კაცობრიობას არაფერი არ ემუქრება... ლოლ, ვიღაც ტიპი შედის და გამოდის სანთლებზე წაკიდებული ცეცხლით, თურმე ეს ცეცხლი არ წვავს და ხელს 1 წამზე დიდხანს ვერ აჩერებენ მასზე, რა თქმა უნდა ტელევიზორში არ გვანახებენ ეს ვინმეს წვავს თუ არა, ღმერთს ალბათ დედამიწაზე პორტალი აქ საიდანაც ცეცხლს აგზავნის... ან ეს უბრალო ფოსფორში ამოვლებული სანთელია რომელიც ქიმიური რეაქციისას თავისით იჩენს ცეცხლს, ან უბრალოდ ასანთით უკიდებენ, რაც ყველაზე ნაკლებ შრომას მოითხოვს და შედეგი იგივეა.

ვიდეო კამერების და ინტერნეტის შექმნასთან ერთად შემცირდა სასწაულის მტკიცებულებები, რატომ? იმიტომ რომ ადრე მარტივი იყო რამე სისულელე დაგეჯერებინა ვინმესთვის, რადგან შეუძლებელი იყო ამის გადამოწმება, დღეს არსებობს ინტერნეტი სადაც ძაანაც რომ გინდოდეს, ვერანაირი სასწაულის მტკიცებულებას ვერ ნახავ. ამიტომ მორწმუნეებიც ზღვის შუაზე გაყოფიდან, მაცხოვრის კარტოფილზე გამოსახვის სასწაულზე ჩამოვიდნენ.

ცაზე ღრუბლები მილიონში ერთხელ ჯვრის ფორმას თუ მიიღებენ ეს ღვთის სასწაულია და ამით რამეს გვანიშნებს და ათასში ერთხელ თუ სასქესო ორგანოს ფორმა მიიღეს ეგ უკვე შემთხვევითობაა, ადამიანი თუ საკუთარ თავს ელაპარაკება სარკეში ანუ გიჟია და თუ დგას და ხატს სთხოვს დახმარებას სრულიად ნორმალური... ადამიანი, რომელიც ამტკიცებს რომ ღმერთი გამოეცხადა, ღვთის რჩეულია და ადამიანი, რომელიც ამტკიცებს რომ უცხო პლანეტელებმა მოიტაცეს გიჟი... ესეიგი, ყველაფერი პერსპექტივაზეა დამოკიდებული. ადამიანი რომელიც მთელ თავის ცხოვრებას ზღაპრის პერსონაჟს უთმობს ნორმალურია სანამ ის პერსონაჟი თვით იესოა.

ბიბლია არის წიგნი რომლის შესახებ ყველა ქართველმა იცის, მაგრამ მხოლოდ 10%-ს თუ ექნება წაკითხული, მთავარია ვიცით რომ არსებობს, რა მნიშვნელობა აქ შიგნით რა წერია, რადგან მოვინათლეთ და მშობლემა გაგვზარდეს ამ ქრისტიანული ტრადიციებით მაშინ რა საჭიროა ამას შევეწინააღმდეგოთ, რადგან ასეა ნათქვამი ანუ მართლაც ასეა და ტვინი არ უნდა გავანძრიოთ სიმართლის დასანახად. ზოგიერთ სკოლაში ევოლუციის მაგივრად ამ სისულელეებს ასწავლიან, რომ თურმე სამყარო 7 დღეში შეიქმნა, ისტორიულ ფაქტებში სარწმუნოებას რევენ და სასწაულებზე უყვებიან მოსწავლეებს, რომ თურმე ხატმა გადმოცურა საქართველოში... გვჯერა სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობის, ღმერთი იმდენად "კეთილია" რომ თუ არ დაიჯერე მისი არსებობა ცეცხლში დაგწვავს უსასრულობის განმავლობაში.... 21 საუკუნეა და ხალხი 20 საუკუნით არის ჩამორჩენილი აზროვნებას... რწმენა ზღუდავს ინტელექტს, ზღუდავს ცხოვრების წესს. ყველაფერი აკრძალულია, არ შეიძლება გართობა, არც ფიქრი, ყველამ უნდა ვიაროთ ეკლესიაში და ვისმინოთ რაღაც სისულელეები და ყური უნდა დავხუჭოთ იმ ფაქტებზე რასაც მეცნიერები გვიზიარებენ... რადგან სტივენ ჰოუკინგზე ჭკვიანი თურმე ქართველი მამაოები არიან... გვჯერა ეშმაკის ჩასახლების და განდევნის... და რაღაც სამარცხვინო სპექტაკლების.

რელიგია შეიქმნა ადამიანის უცოდინრობის ფონზე, განვითარდა როგორც ხალხის სამართავი მთავარი იარაღი და დღემდე ამ მიზანს ემსახურება, ლოცვა არ ხდის ადამიანს კეთილშობილს, რწმენა არ ხდის ადამიანს რამით უკეთესს ათეისტზე, თუ არ გწამს არ ნიშნავს რომ გახვალ გარეთ და ვინმეს მოკლავ, ამას ადამიანის პრინციპი, სინდისი და მორალური კოდექსი განაგებს, ამ ყველაფერს განაგებს ჩვენი ფსიქოლოგია, როდესაც გგონია რომ ზეციური არსება გისმენს და გჯერა ამის, მაშინ აქ შენი ფსიქოლოგიაა ჩართული და ათასში ერთხელ შეიძლება ნერვები ესე ლოცვით დაიწყნარო, მაგრამ რაღაც სიგიჟეს და სისულელეს არ ჯობია ფსიქოლოგს გაესაუბრო ან უბრალოდ თვითონ განავითარო აზროვნება იმ დონემდე რომ სისულელეს არ გადაყვე? თურმე დიდი აფეთქების თეორია უფრო რთული დასაჯერებელია ვიდრე ის რომ უსასრულობაში არსებობდა ადამიანის მსგავსი არსება და რატომღაც არაფრისგან შექმნა მატერია, დრო და ენერგია, ისიც გაფიქრებით.... რაც არ უნდა დიდი იყოს გონება ესე გაფიქრებით ვერაფერს ვერ შექმნი, შეუძლებელია, შექმნას ჭირდება რამე პროცესი. ყველაზე მაგარი ის არის "და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო" ანუ ღმერთმა ისიც არ იცოდა რას ქმნიდა, ანუ იმდენად დახვეწილი წარმოსახვის უნარი აქ რომ იმას ქმნის რაც არასოდეს არ უნახავს და რაც ბუნებაში ჯერ არ არსებობს და მერე მაინც უკვირს.

მილიონობით ადამიანი შიმშილით კვდება, ხალხს სახლიც კი არ აქვს და ამ დროს გვჯერა რომ არსებობს უკეთილშობილესი არსება რომელიც ხალხს ეხმარება... სჯერათ ბედისწერის, ანუ დაბადებიდანვე განსაზღვრულია რა მოგივა და რას მიაღწევ... სრული სისულელე, ჩვენ თვითონ ვახდენთ გავლენას იმაზე რა მოხდება და არა... ღმერთის მოვლენილი ადამიანი არ არსებობს, დღეს რომ გზაზე გადასვლისას მანქანა არ დაგეჯახა ეგ ღმერთის დამსახურება არ არის, ეგ იმის დამსახურებაა რომ ან ფრთხილად გადახვედი ან გიჟი მძღოლი არ შეგხვდა გადასვლისას, მაგრამ შენ რომ არ დაგეჯახა სამაგიეროთ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანი მოკვდა ინციდენტში... ყველაფერი უბრალოდ ხდება, ეს ყველაფრის ღმერთან დაკავშირება უკვე სასაცილოა... ქირურგი ღამეს ათენებს რომ ადამიანი გადაარჩინოს და შემდეგ გადარჩენილი ადამიანის ოჯახის წევრები ღმერთს უხდიან მადლობას, ღმერთს რომ არ სდომოდა არც მივიდოდა ადამიანი სიკვდილის პირას, ანუ ჯერ განსაცდელს გვივლენს და შემდეგ გვეხმარება? გვეთამაშება და ამით ერთობა? ეჰჰ...

თავის დროზე მიწისძვრასაც საკუთარი ღმერთი ჰყავდა და წვიმასას, რატომ? იმიტომ რომ ადამიანს არ შეეძლო ამ მოვლენების ახსნა... როდესაც მზის დაბნელება ხდებოდა რას იფიქრებდა ათასობით წლის წინ ადამიანი? იმას რომ მთვარე აეფარა მზეს თუ იმას რომ ღმერთი გაუწყრდათ? აი საიდან მოდის რელიგია... უცოდინრობიდან და ვინც ამ უცოდინრობის გამოვლენას მიყვება რათქმაუნდა ისიც ისე აზროვნებს როგორც მაშინმდელი აზროვნების მქონე ადამიანი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ჩამორჩენილად -_-ევოლუციის გააზრება ასეთი რთულია? ის რომ არსებობს შავკანიანი, არსებობს აზიელი, არსებობს კავკასიელი, რუსი... ანუ გარეგნული განსხვავებები საუბრის მანერა და ეს ყველაფერი რაც გვაქ განსხვავებული რისი დამსახურებაა? რომ ყველა ორი ადამიანისან გამრავლდა თუ რომ ადაპტაცია განვიცადეთ ტერიტორიების მიხედვით? ესეთი რთული რატოა იმის დაჯერება რომ ადამიანი პრიმატისგან წარმოიშვა, ჰომო ერექტუსი და ჰომო საპიენსი რა იყო? დღევანდელი აზროვნების ადამიანი? არსებობს ფაქტები, არსებობს მოსაზრებები და არსებობს ზღაპრები... სამწუხაროდ დედამიწის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი ზღაპრებით ცხოვრობს... და ცდილობს რომ სხვაც ამ ზღაპრებში აცხოვროს.

ერთადერთი რამ რაც სჭირდება კაცობრიობას არის ის რომ დაუსვას საკუთარ თავს კითხვები და ეცადოს რომ თვითონვე გასცეს ამ კითხვებს პასუხი, შემდეგ დაიხმაროს სხვადასხვა ინფორმაცია. თუ ბიბლია მართლა ღმერთმა დაწერა მაშინ იქ ყველაფერი 100%-ით სიმართლე უნდა იყოს, მაგრამ როდესაც 100%-ით კი არა 1%-იც არ შეესაბამება სიმართლეს და ყველაფერი არარეალურია და გაზვიადებული, ანუ ეს იმას ამტკიცებს რომ ბიბლია სისულელეა... გვაშინებენ რომ არ შეიძლება ღმერთის უარყოფა, არ შეიძლება მასში ეჭვის შეტანაც რაც სამწუხაროდ მოქმედებს ხალხზე, საკუთარი ტვინი იმისთვის გაქვთ რომ გამოიყენოთ... შეიძლება რამეზე თქვა უარი მაგრამ ფიქრზე? აზროვნებაზე? სამყარო გაცილებით უკეთესი იქნება რელიგიის გარეშე, არც ისლამი, არც ქრისტიანობა და არცერთი რელიგია არ ხდის სამყაროს უკეთესს, პირიქით, გვაცხოვრებს ჩაბნელებულ სამყაროში და გვაიძულებს უარი ვთქვათ თავისუფლებაზე... ესე გაფანატებული ერის გაკონტროლება ძალიან მარტივია, გამოვა ვინმე სასულიერო პირი და რასაც იტყვის იმას გააკეთებთ... სამწუხაროდ.