Friday, August 7, 2015

სამყარო რელიგიის გარეშე

რა არის რელიგია და რატომ არ გვჭირდება ის? იმისათვის რომ გავიაზროთ თუ რატომ არ არის ღმერთების რწმენა აუცილებელი, ჯერ უნდა მივხვდეთ თუ რატომ არსებობს ეს რწმენა ღმერთების მიმართ... ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ უბრალოდ დავფიქრდეთ საიდან მოვიდა რელიგიური რწმენა-წარმოდგენები. წარმოიდგინეთ სამყარო სადაც ცივილიზაციაც კი არ არსებობს, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ გამოქვაბულებში ცხოვრობენ... რა უნდა ეფიქრა იმ დროინდელ ადამიანს ჭექა-ქუხილზე, მიწისძვრაზე, წვიმაზე ან უბრალო დღე-ღამის ცვალებადობაზე? რა თქმა უნდა პასუხის არ ქონის გამო ამ ყველაფერს მიაწერდნენ ზებუნებრივ არსებას, ან არსებებს... მოგეხსენებათ პირვანდელ ადამიანებს მრავალი ღმერთის არსებობის სჯეროდათ, შემდეგ ნელ-ნელა ჩამოვედით ერთღმერთიანობამდე... პოლითეიზმი საკმაოდ დიდი პერიოდი იყო მოდაში, ძველი ეგვიპტელები ძალიან კრეატიულები იყვნენ და იმდენი ღმერთი ყავდათ, რომ ვერც ხელის და ვერც ფეხის თითებით ვერ დაითვლიდი. სამაგიეროთ მონოთეისტებს ერთი ღმერთი ყავთ და ტვინს დიდად არ იღლიან მისი სახელის დამახსოვრებით... დღესდღეობით ღმერთების ის ნაწილი, რომელმაც დროთა ცვლას ვერ გაუძლო, ახლა ჰოლივუდში არის დასაქმებული, ზოგიერთი სუპერგმირიც კი გახდა და სხვა თავისნაირ ფიქციურ პერსონაჟებთან ერთად იცავს სამყაროს განადგურებისგან... ფიქციური გამოგონილს ნიშნავს და დიახ ეს ტერმინი იდეალურად ერგება ღმერთების აღწერას ისევე როგორც იმ ნოველების ან ფილმების პერსონაჟებს რომლებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ. რომელი უფრო ცნობილია ხალხისთვის, ეგვიპტის ღმერთი ანუბისი თუ ჯეიმს ბონდი?

რელიგია უცოდინრობის ფონზე შეიქმნა. ჩვენ გვსურს რომ გვქონდეს პასუხები, მაგრამ ამავდროულად გვინდა რომ ეს პასუხები იყოს რაც შეიძლება მარტივი... ჩახლართული საკითხები ჩვენს გონებას ღლის რაც არავის არ მოსწონს, ამიტომაც ყოველთვის ვეძებთ მარტივ გამოსავალს... რომელი უფრო მარტივი პასუხია კითხვაზე "როგორ შეიქმნა სამყარო?" ჩახლართული დიდი აფეთქების თეორია და ევოლუცია თუ უბრალო პასუხი "ღმერთის ნებით"... მორწმუნე ადამიანის გადარწმუნებას აზრი არ აქვს, არც მაქვს მცდელობის სურვილი, ყველას აქვს უფლება დაიჯეროს ის რაც უნდა, თუნდაც ის რომ დედამიწა ბრტყელია და სპილოზე დევს... უბრალოდ უნდა გამოვყოთ რელიგიის მინუსები რადგან ვისაც აქვს კითხვები და პასუხს ეძებს უცოდინრობის მორევში არ მოყვეს და თოკზე ჩაჭიდება მოასწროს.

როგორი იქნება სამყარო რელიგიის გარეშე
  • ბავშვები შეისწავლიან სამყაროს ისეთს როგორიც არის სინამდვილეში და არა ზღაპრებით იმის შესახებ თუ როგორ მოწყინდა "წვერებიან კაცს" უსასრულობაში მარტო ყოფნა და გადაწყვიტა 6 დღეში შეექმნა სამყარო.
  • ჩამოუყალიბდებათ უფრო მყარი მორალური მხარე, როდესაც ეცოდინებათ რატომ არ უნდა მოპარონ სხვას განა იმიტომ რომ "მოპარვა ცუდია და ღმერთი დასჯის" არამედ იმიტომ რომ მოპარვით სხვის ნაწვალებს ითვისებ და ამით მათ ცხოვრება აზარალებ, იწვევ მათ ტკივილს და ის რომ თვითონაც არ ესიამოვნება მსგავსი რამე რომ გაუკეთონ. როდესაც ეცოდინებათ რომ სხვა არ უნდა მოკლან განა იმიტომ რომ "მკვლელობა ცოდვაა და ღმერთი დასჯის" არამედ იმიტომ რომ სხვას ისევე აქვს სიცოცხლის უფლება როგორც მას და ნებისმიერ ჩვენგანს და ყოველთვის არსებობს ცივილური გამოსავალი და სხვისი ცხოვრების ხელყოფა არ შეიძლება.... "ღმერთი დაგსჯის" არ არის მორალის დანერგვა ბავშვებში, ეს არის მათი დაშინება, დაშინება კიდე არ ჭრის... ბავშვმა უნდა იცოდეს ყველაფრის ფასი, უნდა ესმოდეს განსხვავება ცუდს და კარგს შორის, დიდი განსხვავებაა დაზეპირებულ "ეს ცუდია და ღმერთი დამსჯის" და გააზრებულ "ეს ცუდია რადგან ამით სხვის ტკივილს ვიწვევ"-ს შორის...
  • განათლება იქნება ხალხის მთავარი პრიორიტეტი, ღმერთის ასპექტის გარქობის შემდეგ, იქნება სრული ინტერესი პასუხების მიმართ, შეიქმნება გაცილებით უფრო ინტელექტუალი საზოგადოება.
  • არ იქნება დისკრიმინაცია ერთმანეთის მიმართ, რადგან რელიგიის გაქრობა არ არის მხოლოდ ღმერთის არ დაჯერება, ეს არის ამავდროულად უაზრო სტერეოტიპების და ტრადიციების გაქრობა რომელიც ზღუდავს ხალხს კანის ფერის, სქესის, აზროვნების და შეხედულებების გამო... შეიქმნება ცივილური სამყარო ცივილური ხალხით.
  • ადამიანები არ დაკარგავენ თავიანთი ცხოვრების ძვირფას წლებს იმ მეორე "არ არსებული" სამყაროს გამო, რადგან ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და ყველს შეუძლია შეიტანოს დიდი წვრილი სამყაროს განვითარებაში, მათი ცხოვრების ასე "ფლანგვა" მიუღებელია.
  • ადამიანი შეეგუება რეალობას და არ იცხოვრებს ღმერთი დახმარების იმედზე, ისინი დაიწყებენ ზომების მიღებას რათა თავიანთი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალონ, რა თქმა უნდა რელიგიის არ არსებობა ხალხის სიზარმაცეს არ გააქრობს, მაგრამ უმრავლესობას დააყენებს რეალობის წინაშე და არჩევანი არა ლოცვას ან ძილს შორის არამედ საქმის კეთებასა და ძილს შორის ექნებათ.
  • ადამიანს ექნება გააზრებული ცხოვრების ფასი, მიხვდება რომ ყოველი უაზრო გადაწყვეტილება შეიძლება ფატალური იყოს და მისი რისკი არ არის დაზღეული მისი "ძლიერი რწმენით".
  • ადამიანები არ შეზღუდავენ ერთმანეთს მათი სურვილების გამო, იმოქმედებს მხოლოდ კანონი რომელიც საკმარისი იქნება ინტელექტუალურ სამყაროში ხალხის გასაკონტროლებლად, უვნებელი გადაწყვეტილებები არ იქნება შეზღუდული უაზრო იდეოლოგიის გამო.
  • სიკვდილის წინ დავტკბებით საყვარელ ადამიანებთან გატარებული დროით, მოგონებებით და იმაზე ფიქრით რომ დრო უქმად არ დავკარგეთ, რომ ჩვენი სურვილები შევისრულეთ და სინანულის მიზეზიც არ გვექნება.
  • უბრალოდ გვეცოდინება რომ ამ პლანეტაზე ვართ ყველანი ერთად და ჩვენი თავი ჩვენ გვაბარია, ჩვენ თვითონ ვქმნით წესებს და ჩვენი ნორმალური მორალური სტანდარტით შევძლებთ ნორმალურად ცხოვრებას.
საქართველოში ნამდვილი მორწმუნე ძალიან ცოტაა, ხალხს სწამს იმის გამო რომ მშობლებმა და მამაომ ასე უთხრეს, რომ ღმერთი სიკეთეა და თუ არ დაიჯერებენ მის არსებობას ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან, ამიტომაც დადიან ჯვრებით მაგრამ არ იციან მისი მნიშვნელობა, იცავენ ბიბლიას მაგრამ არ აქვთ წაკითხული... მამაოების დიდი ნაწილი სარგებლობს ხალხის ნდობით, იყენებენ ავტორიტეტს და შოულობენ ფულს, ტვინში გვინერგავენ რომ "მამაოს განკითხვა არ შეიძლება" შესაბამისად ხალხიც თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე... რელიგია ოდითგანვე იყო ხალხის სამართავი სისტემა და დღემდე ასე არის, ვისაც მართლა სწამს ის ყველაზე მეტად იჩაგრება, ხოლო ვისაც უბრალოდ სწამს ის მაინც აკეთებს იმას რაც უნდა, გავლენ სასიკვდილოთ ცემენ ვინმეს ღმერთის შეურაწყოფის გამო და ამით გონიათ რომ სამართლიანად იქცევიან, ეს არის საზოგადოების დეგრადირება...

ადამიანებს გვინდა, რომ საოცარ სამყაროში ვცხოვრობდეთ, გვინდა რომ იყოს მისტიურობის ნაზავი ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ სჯერა რაღაც ნაწილს ჯადოების, ამიტომ მოსწონთ ასტროლოგია (ჰოროსკოპები და მსგავსი სისულელეები, ასტრონომია სხვა რამეა), გონიათ რომ მარსის მდებარეობა მართლა ახდენს გავლენას მათ ცხოვრებაზე, ამიტომ სჯერათ ცრურწმენების, რომ ჩანგლის დავარდნა თითქოს რაღაცნაირად არის დაკავშირებული იმასთან სტუმარი მოვა თუ არა.... ამიტომ გვგონია რომ შავმა კატამ თუ გადაგვირბინა დავითარსებით და სამჯერ უნდა გადავიფურთხოთ, ესეც პრობლემის მარტივი მოგვარება (რომელიც "სულიერ" სიამოვნებას ანიჭებთ)... და ამიტომ სჯერათ რომ უბრალო ლოცვით მათი პრობლემები გაქრება... რადგან ასე ცხოვრება მარტივია და რეალობა მოსაწყენია მსგავსი მისტიკის გარეშე... ზოგს უნდა რომ ჰარი პოტერის სამყაროში ცხოვრობდეს და ჯადოქარი იყოს, ზოგს უნდა რომ გალაქტიკურ ომებში მონაწილეობდეს და კოსმოსური ხომალდით დაფრინავდეს, ზოგს უნდა სუპერგმირობა და ხალხის გადარჩენა თავისი შესაძლებლობებით, ზოგს უნდა რომ თოვლის ბაბუას საჩუქარი მოჰქონდეს... ხოლო ზოგს უნდა რომ ღმერთი არსებობდეს, რომელიც მის პრობლემებს მოისმენს და დაეხმარება... ესაა და ეს... ღმერთის არსებობის ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს, და მტკიცებულების არ არსებობა "მტკიცებულება" არ არის... რწმენა ნიშნავს დაჯერებას ფაქტის გარეშე, ისევე როგორც თვალდახუჭული სიარული იმ იმედით რომ წინ ორმო არ დაგვხვდება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ბრმა რწმენა. რაც ერთხელაც კაცობრიობას დაღუპავს და ამ თვალდახუჭულობის გამო დიდ ორმოში ჩავვარდებით.

No comments:

Post a Comment