Tuesday, June 16, 2015

რატომ იყო ილია მეორეს განცხადება უადგილო

ილია მეორე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ადამიანია, მას მოსახლეობის დიდი ნაწილი სცემს პატივს, დაახლოებით 80 პროცენტი მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მისი განცხადებები კი დიდ გავლენას ახდენს ხალხზე. რამდენიმე დღის წინ მან თბილისში მომხდარი სტიქიური კატასტროფის შესახებ, რომელმაც სახლები, ზოოპარკი და გზები დაანგრია, გამოთქვა საკუთარი აზრი, მისი თქმით ზოოპარკი ათწლეულების წინ, ეკლესიის გადადნობილი ზარების ხარჯზე აიგო, შესაბამისად ის მანდ ვერ გაიხარებდა. რაც შეიძლება გადმოვთარგმნოთ ასე "დაიმსახურეთ და მაგის გამო დაინგრა ზოოპარკი", უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ გამოდის, რომ გადადნობილი ზარების გამო, ღმერთმა არა მარტო ზოოპარკის ტერიტორია, არამედ ქალაქის დიდი ნაწილი დააზარალა. რაც შეეხება მსხვერპლს, შეიწირა დაახლოებით 12 უდანაშაულო ადამიანი და ძალიან ბევრი ცხოველი, ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა და დარჩა სახლის გარეშე, საფრთხეში ჩააგდო მთელი ქალაქი, რადგან მტაცებელი ცხოველების დიდი ნაწილი ზოოპარკის ტერიტორიიდან გაიქცა და მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებენ... იმ ხალხს ვინც ამდენი რამე გადაიტანა, ნუთუ ესიამოვნათ პატრიარქის ასეთი კომენტარი? მგონი მწუხარების გამოთქმა და მცირედი დახმარებაც კი უფრო კარგ გავლენას მოახდენდა მათზე.

არ არის საჭირო იყო ათეისტი, რომ ილიას ნათქვამში შეცდომა იპოვო, პირიქით ამ შეცდომებს მორწმუნეები უფრო უნდა აქცევდნენ ყურადღებას, რადგან სწორედ, რომ მათზე ახდენს გავლენას ამ ადამიანის სიტყვები. საქართველოს პატრიარქი ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ხშირ შემთხვევაში ისიც უშვებს შეცდომებს, ამიტომ არ უნდა ვიყოთ ბრმები და მის და ზოგადად საპატრიარქოს შეცდომებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ.

ახლა კი გადავიდეთ სხვა პრობლემაზე, სქიტიური მოვლენის შემდეგ ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა იმაზე, რომ ეს ყველაფერი ღვთის მოვლენილი კატასტროფა იყო, რადგან მას სურდა, რომ დავესაჯეთ ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო - რაც ქართველებისთვის კაზანტიპით და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღით გამოიხატება - შესაბამისად ამ ყველაფრით გაამართლეს ღვთის ეს დიადი ქმედება. მოდი იმით დავიწყოთ, რომ თუ ის ღმერთი ,რომელსაც აღიარებ და ადიდებ, მომხრეა დაისაჯოს უდანაშაულო ხალხი მისი პირადი "აზროვნებისთვის" მიუღებელი ქმედების გამო... ღმერთი, რომელიც მომხრეა თავისი წყენა და გაბრაზება ძალით და უდანაშაულო ხალხის სიკვდილით გამოავლინოს, არც უნდა იმსახურებდეს განდიდებას... ზოგადად ქრისტიანობა არ არის ძალადობის მომხრე, მითუმეტეს ღმერთის ხელით, ამიტომ ყველა "მორწმუნემ" საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, თუ თვითონვე უშვებენ შეცომებს თავიანთ რელიგიასთან დაკავშირებით, რატო უნდა მოთხოვონ სხვას პასუხი იმაზე, რომ არ სწამთ?... მაგრამ როგორ უნდა მოთხოვო ასეთ ხალხს რამე, როცა თვითონ პატრიარქი იგივეს ამბობს და ამ კატასტროფას ღმერთს მიაწერს. 

No comments:

Post a Comment