Thursday, October 2, 2014

ქვეყნის პრობლემები - კინო ინდუსტრია

კინო ინდუსტრია. საქართველოში ერთერთი რამ რაც კეთდება, მაგრამ კეთდება უხარისხოდ არის ფილმი. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ძველი ფილმების "ვითომ" წარმატებულობაზე, ფაქტია დღეს არ იქმნება ხარისხიანი ფილმები, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. ამ პრობლემის ერთერთი მთავარი მიზეზი რათქმაუნდა ნორმალური რეჟისორის არ არსებობაა, ან თუნდაც სცენარისტის, მაგრამ კარგ რეჟისორს ცუდ სცენარზეც შეუძლია მშვენიერი ფილმის გადაღება, ამიტომ ერთერთი პრობლემა ისევ რეჟისორია... ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უმეტესობა ქართული ფილმი იყო უცხოური ცნობილი ფილმების პლაგიატი... მაგალითად Mr. ძიძა, რა მოხდა კიევში, ცელქი ბავშვები... ა.შ.

მოკლედ, საქართველოში არის ხარისხიანი ფილმების დეფიციტი. ყველაზე კარგი სცენარის მქონე ფილმშიც კი შეიძლება ისეთი ცუდი მსახიობები თამაშობდნენ, რომ ბოლომდე ყურებაც არ მოგინდება, ან შეიძლება პირიქით, კარგმა მსახიობმა ვერ უშველოს ცუდ სცენარს და ფილმი ისევ უინტერესო გახდეს... ეს უკვე ზოგადი ფილმის სტანდარტებია რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის კინო ინდუსტრიის არ არსებობა. ქართულ ფილმებს ფაქტიურად არანაირი შემოსავალი არ აქვთ. მარტივი მიზეზი არის ის რომ ქვეყანაში არის მხოლოდ 3 აქტიური კინოთეატრი სადაც თავსდება კონკრეტული ფილმები, ესენია: რუსთაველი, ამირანი და აპოლო... ამიტომ პროდიუსერი ამ კინოთეატრებში ფილმის განთავსებით ვერ ამოიღებს იმ დანახარჯსს რაც ფილმში ჩაიდო, ეს იწვევს იმას რომ ქართული ფილმების ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა და ამასთან ერთად მცირეა ხარისხიც. ამიტომ საჭიროა ახალი კინოთეატრების გახსნა, საჭიროა ბილეთების ფასის დარეგულირება რადგან უფრო მეტმა ადამიანმა მოისურვოს კინოთეატრში წასვლა. უნდა ეწყობოდეს პრემიერები, შეხვედრები მსახიობებთან, რადგან გაიზარდოს ინტერესი და ჩამოყალიბდეს Celebrity-ების ფენა ქვეყანაში, ამ ეტაპე მარტო პოლიტიკოსები არიან "ვარსკვლავები" და მთელი ყურადღება და ინტერესი მათ ეთმობათ. კინო ინდუსტრიის განვითარება ამას შეცვლის და ნაწილობრივ მსახიობებზე გადაიტანს ხალხის ყურადღებას.

უხარისხო ქართული ფილმები:
ცელქი ბავშვები, ტაქსი, ჩემი ცოლის დაქალები კინოში, Mr. ძიძა, რა მოხდა კიევში, გარიგება 25 წლის შემდეგ, ჭამა და სექსი და კიდე რამდენიმე ფილმი სადაც შორენა ბეგაშვილი თამაშობს.

ხარისხიანი ქართული ფილმები: 
ჩემი ცოლის დაქალი ქორწილში, თბილისური Love Story, მიდიოდა მატარებელი, სეზონი, მაიტა ნასოსი...

რა მოქმედებს ფილმის ხარისხზე?
  1. პირველ რიგში მსახიობი, ნორმალური მსახიოებიბს გარეშე ვიღებთ ისეთ ფილმს რომლის მოსმენაც კი გამაღიზიანებელია. რაც არ უნდა კარგად იყოს გადაღებული და რაც არ უნდა საინტერესო იყოს სცენარი, უემოციო მსახიობის ყურება დანარჩენ ყველაფერს აფუჭებს, მაგალითად გაღმა ნაპირი, არაფრის მომცემი შინაარსის მიუხედავათ საინტერესო საყურებელია, რადგან გადაღება და ხარისხი ინარჩუნებს გარკვეულ სტანდარტს, მაგრამ რამდენიმე მსახიობი იმდენად ცუდათ თამაშობს რომ ეგრევე გეკარგება სურვილი ბოლომდე ყურების.
  2. ფილმის გაფორმება და ხარისხი, ფილმზე თავდაპირველ შთაბეჭდილებას ტოვებს ხარისხი, რათქმაუნდა ვიზუალური კუთხით, თავისი კამერის რაკურსებით და ფერების კორექცია. თუ ფილმს თავიდანვე ეტყობა გადაღების ხარისხი, მაშინ გიჩნდება სურვილი რომ უყურო, მაგალითად ჩემი ცოლის დაქალების ფილმები ისევე როგორც სერიალები გამოირჩევნიან კარგად შერჩეული რაკურსებით, კარგად დადგმული სცენებით და კარგი გამოსახულებით. ამ მხრივ ასევე გამოირჩევა ფილმი მანდარინები.
  3. შინაარსი და სცენარი, შეიძლება ფილმის შინაარსი იყოს ზოგადი, ცხოვრებისეული, ან თუნდაც სრულიად გაუგებარი და ჩახლართული, მაგრამ უნდა იყოს საინტერესო... უმეტესობა ფილმი კარგად ინარჩუნებს ინტერესს, მაგრამ ფილმის ბოლოს ყველაფერი ფუჭდება, მაგალიტად ჩემი ცოლის დაქალები კინოში, იდეა და სცენარი საინტერესო იყო, საინტერესო პერსონაჟებით, სიუჟეტიც კარგად მიდიოდა, მაგრამ ფილმის ბოლოს ყველაფერი გაფუჭდა.
ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა დაიწყოს ინტერესის ზრდა ქართული ფილმების მიმართ, ნელნელა უნდა გაიხსნას ახალი კინოთეატრები, რადგან პროდიუსერებს შეეძლოთ ფილმის რამდენიმე კინოთეატრში განთავსება, ასევე ინტერნეტ საიტების დახმარებითაც რომ გახადონ რამდენიმე ქართული ფილმის ყურება ფასიანი, (ოღონდ ფასი უნდა იყოს უმნიშვნელო, დაახლოებით 1 ლარი) ფილმი არ უნდა განათავსონ ინტერნეტში დაახლოებით 2 თვე გამოსვლიდან, ამ დროის განმავლობაში უნდა გადიოდეს მხოლოდ კინოთეატრებში. უდნა გაიზარდოს შემოსავალი რეჟისორებისთვის და მსახიობებისთვის. უნდა ეწყობოდეს სტანდარტული და ტრადიციული ფილმის პრემიერები, თუნდაც წითელი ხალიჩებით (იმედია ეგ დროც მოვა). 

No comments:

Post a Comment