Saturday, October 4, 2014

შეზღუდული აზროვნება

ყველა ადამიანის ფსიქოლოგია ერთნაირია, უბრალოდ გარკვეული გარემო პირობები ახდენს მასზე გავლენას, ზოგადი ხაზი ქმედებების ერთნაირია, მაგალითად ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი ერთ კონკრეტულ სიტუაციაში ერთნაირად მოიქცევა, რაც ნორმალურია გარკვეულ შემთხვევებში, ეს აისახება არა მარტო ქმედებაზე არამედ აზროვნებაზეც. ძალიან ბევრი ადამიანი ერთნაირად "აზროვნებს", ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ეს ძალიან ცუდათ აისახება ხალხის მენტალიტეტზე, ჩვენთან გავრცელებულია ფანატიზმი, ჰომოფობია, ინტერესი სხვისი ცხოვრების მიმართ, უაზრო კრიტიკა და უაზრო პოლიტიკური შეხედულებები.

ჩვენი უაზრო მენტალიტეტიც ჩვენი ქვეყნის პირობების ბრალია, რუსეთის გავლენით შემოსაზღრულმა ქვეყანამ რომელმაც სწრაფი განვითარება ვერ აითვისა დარჩა ისევ ისეთი დაშტერებული აზროვნების. ყველაფერი ახალი (რაც სინამდვილეში ახალი არ არის) რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდის ან უბრალოდ რასაც ეხლა ეცნობა საქართველო ან ძალიან დიდი სისულელეა ან რამე ისეთი რაც ქართველობას წაგვართმევს. ზოგადად ადამიანის აზროვნების უნარი შეიძლება იმდენად უცნაური იყოს, რომ გამოგაშტერებს... ზოგიერთს დღემდე სჯერა რომ დედამიწა 6000 წლის არის... ზოგიერთს სჯერა რომ სასწაულები ხდება... მარტივ პარალელს გავავლებ... თუ ადამიანი ელაპარაკება სურათებს ან საკუთარ თავს მაშინ გიჟია, თუ ელაპარაკება ხატს და თავისთვის ლოცულობს მაშინ ნორმალური... კაი ესეც მარტივი თემაა, უბრალოდ შეხედულებაა უაზრო, ხალხი ერთნაირ ქმედებას სხვანაირად განიხილავს თუ ამ ორ ქმედებას სხვადასხვა სახელი ჰქვია.

რატომ არის ფანატიზმი ესეთი დიდი და უაზრო პრობლემა?
ის რომ გწამს და გჯერა რაღაცეების ეგ არ უნდა ახდენდეს გავლენას სხვის ცხოვრებაზე, არ უნდა ზღუდავდე სხვას მხოლოდ იმის გამო რომ ის შენსავით არ ფიქრობს... ეს მარტო რელიგიას არ ეხება, ფანატიზმის ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, თუნდაც რამე კონკრეტული მუსიკის ან პოლიტიკური შეხედულების მხრივ, ეს არის როდესაც ადამიანი იმდენად არის დაფანატებული რამე კონკრეტულზე რომ ამით სხვის განსხვავებულ აზრსს ზღუდავს. ფანატიზმი იწვევს სწორედ იმ ჰომოფობიას რაც მორიგი უაზრო აზროვნების გამოვლინებაა, სხვის ცხოვრებაში ჩარევა, სხვისი გაკრიტიკება მხოლოდ იმის გამო რომ ის სხვანაირია არის სისულელე, ყველა საკითხში, ეს შეიძლება იყოს აზროვნებით განსხვავება, გემოვნებით განსხვავება, სტილით, გარეგნობით, ეროვნებით და ა.შ... თუნდაც რასიზმი, რატო უნდა გაღიზიანებდეს შავკანიანი ადამიანი? რატო უნდა ხმარობდე ტერმინ "ზანგს" მისამართად? რატო უნდა აყენებდე შეურაწყოფას მხოლოდ იმის გამო რომ ის სხვა კონტინენტიდან არის წარმოშობილი და ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში?

ჩვენი სტუმართმოყვარეობა უმაღლეს დონეზეა, ჩინელებს ვაგინებთ, ინდოელებს ვაგინებთ, აფრიკელებს ვაგინებთ, ყველას ვაგინებთ ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, თურმე ამით ერი ირყვნება... თურმე ამით ქართველობას ვკარგავთ, არასოდეს მესმოდა რატო იყო ყველაფრის მიმართ ესეთი დამოკიდებულება, რას ნიშნავს ქართველობას დავკარგავთ? თუნდაც კაზანტიპის ამბები რომ განვიხილოთ, სანაპიროზე ცეკვა და გართობა გვართმევს "ქართველობას" თუ უპატივისცემლობა, უხეშობა, დაპირისპირება ერთმანეთში და უაზრო მენტალიტეტი? ხალხს რომლებსაც კრიტიკაც არ ესმით ნორმალურად, ირონიას ვერ გებულობენ, სარკაზმის არაფერი გაეგებათ.

ყველაზე ცუდი ის არის რომ ძალიან ბევრ რამეს გაუაზრებლად ვიჯერებთ, ფაქტიურად საკუთარი აზრი არ გაგვაჩნია და ვზღუდავთ იმას ვინც დამოუკიდებლად აზროვნებს, არასოდეს გვიჩნდება იმის ინტერესი გავიგოთ რისი გვჯერა და რა გვაინტერესებს, რა მოგვწონს ან უბრალოდ როგორ გვსურს ცხოვრება, რასაც ვხედავთ და რასაც ვისმენთ იმას ვაკეთებთ და იმას ვიჯერებთ. "მე მჯერა იმიტომ რომ სხვებსაც სჯერათ..." არის სისულელე, უმრავლესობა არ ნიშნავს რომ ის რა მიზანიც მაგ უმრავლესობას ამოძრავებს სწორია, რადგან დიდ ნაწილს რაღაც მოსწონს არ ნიშნავს რომ ის რაღაც მოსაწონია, პრინციპში ჩვენ თვითონ ვქმნით სტანდარტებს და თვითონ ვქმნით საკუთარ შეზღუდვებს, არანაირი ზეციერი ძალა არ განაგებს ჩვენ ქმედებებს, ჩვენ თვითონ ვართ დამოუკიდებელნი და თვითონ ვქმნით ისტორიას ჩვენი ქმედებებით, უბრალოდ უნდა გვესმოდეს რომ ეს ჩვენი ნებით უნდა ვაკეთოთ და არა იმის გამო რომ ათასწლეულების წინანდელ წიგნში ეგრე წერია... საშუალოდ 50 წელი უნდა ვიცოცხლოთ და ეს წლები უნდა დავკარგოთ შეზღუდულათ, გამოკეტილათ და გაუაზრებლად.... ცოტა იაზროვნეთ.

No comments:

Post a Comment